Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

calculate verb
[ʹkælkjʊleɪt]
Print

1. გამოანგარიშება (გამოიანგარიშებს), გამოთვლა, დათვლა; to calculate the velocity of light [the overall costs] სინათლის სიჩქარის [საერთო ხარჯების] გამოანგარიშება; have you calculated what a trip to Poland would cost? გამოიანგარიშეთ, რა დაჯდება პოლონეთში მოგზაურობა?

2. შეფასება (˂შე˃აფასებს); რაიმეს განსაზღვრა, დადგენა; წარმოდგენის შექმნა (რაიმეს შესახებ); it's very difficult to calculate the long-term effects of these changes ამ ცვლილებების გრძელვადიანი შედეგების წინასწარ განსაზღვრა ძალიან ძნელია; environmentalists calculate that tens of species could be lost in this area გარემოს დამცველთა შეფასებით, ამ რაიონში ათობით სახეობა შეიძლება გადაშენდეს;

3. 1) (on) იმედის ქონა (აქვს), იმედით ყოფნა, რაიმეზე იმედის დამყარება; we had calculated on a quiet weekend ვიმედოვნებდით, რომ მშვიდი შაბათ-კვირა გვექნებოდა; we can't calculate on having fine weather for your holidays ვერ ვიქნებით იმის იმედით, რომ ჩვენი შვებულების დროს კარგი ამინდი იქნება;

2) ჩვეულ. p.p. ʘ განკუთვნილია, გამიზნულია, გათვლილია (რაიმესთვის, რაიმე მიზნის ან შედეგის მისაღწევად); calculated for effect ეფექტის მოსახდენად გამიზნული / გათვლილი; he is not calculated for such an employ ის ასეთი საქმისათვის არ გამოდგება; the book was calculated to appeal to the young წიგნი იმაზე იყო გათვლილი, რომ ახალგაზრდებს მოსწონებოდა; statements calculated to deceive განცხადებები, რომლებიც თვალის ასახვევად / შეცდომაში შესაყვანად კეთდება; questions calculated to embarrass them მათ უხერხულ მდგომარეობაში ჩასაყენებლად დასმული კითხვები;

calcular calculated

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0218