1. ხშ. sing ნამცხვარი; კექსი; ტორტი; a piece / a slice / of cake ერთი ნაჭერი ნამცხვარი და ა.შ. [შდრ. აგრ. ◇]; a bride / a wedding / cake საქორწილო ტორტი; sponge cake ბისკვიტი; cheese cake ხაჭოს ნამცხვარი; to make / to bake / a cake ნამცხვრის გამოცხობა;
2. 1) ერთი ნაჭერი / კალაპოტი (საპონი);
2) ფილა (ჩაისა, თამბაქოსი და ა.შ.);
3) ბრიკეტი;
4) ზოდი (ლითონისა);
5) ტაბლეტი (წამლისა);
3. 1) მიმხმარი თიხა, ტალახი (ტანსაცმელზე);
2) შედედებული სისხლი, ლეკერტი;
4. ს.-მ. კოპტონი;
5. სპეც. დანალექი (ფილტრზე, მილში და მისთ.);
6. დიალ. რეგვენი, ჩერჩეტი, შტერი;
⌇ cake breaker ს.-მ. კოპტონ-საღერღი; Cake Day შოტლ. ახალი წლის წინადღე; cake flour ნაზუქის ფქვილი; cake pan კექსის ფორმა;
◇ cakes and ale მხიარულება; გართობა, უზრუნველი ცხოვრება; life is not all cakes and ale ≅ ცხოვრება სულ ტაშ-ფანდური როდია; ცხოვრებაში კარგიც შეგხვდება და ავიც; to go (off) / to sell / like hot cakes სწრაფად გაყიდვა; ʘ დაიტაცეს; to take the cake პირველი ადგილის დაკავება, პრიზის მიღება; ყველას ჯობნა; this takes the cake ამან ყველაფერს გადააჭარბა; let them eat cake რაში მენაღვლება?! რა ჩემი საქმეა?! (ფრაზა გამოიყენება რაიმესადმი გულგრილი / არასერიოზული / თავხედური დამოკიდებულების გადმოსაცემად); "What was the government's response to the unfortunate living in slums?" – "They said let them eat cake" "რა იყო მთავრობის პასუხი ღარიბულ რაიონებში მცხოვრები ღატაკი მოსახლეობისადმი?" – "რაც უნდათ ის უქნიათო"; "The banking system will suffer, won't it?" – "Good. Let them eat cake" "საბანკო სისტემა დაზარალდება, არა?" – "ძალიანაც კარგი. ახია მათზე"; to eat one's cake and have it ორი ურთიერთგამომრიცხავი მიზნის ქონა; შეუთავსებლის შეთავსების მცდელობა; ≅ ცხენს ორჯერ ვერ გაყიდიო; to have one's cake baked ა) შეძლებულად ცხოვრება; ბ) წარმატების მიღწევა; my cake is dough იმედი გამიცრუვდა, გეგმები ჩამეფუშა; არაფერი გამოვიდა; Land of cakes შვრიის კვერების ქვეყანა, შოტლანდია; a piece of cake ≅ ადვილი და სასიამოვნო რამ; სულ უბრალო საქმე [შდრ. აგრ. 1]; to get one's share of the cake ≅ თავისას გაიტანს, თავს არავის დააჩაგვრინებს.