Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

by² II preposition
[baɪ]
Print

1. სივრცითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) რაიმესთან ახლოს ყოფნას -თან; ახლოს, გვერდით; by the fire [road, window] ცეცხლთან [გზასთან, ფანჯარასთან]; by the sea ზღვასთან, ზღვის ნაპირზე; by the side of the road გზის პირას; to sit by smb. / by smb.'s side / ვინმეს გვერდით ჯდომა; to stand by smb. ა) ვინმეს გვერდით დგომა; ბ) ვინმეს მხარდაჭერა (მხარს უჭერს); ვინმეს დახმარება;

2) მოძრაობას ვინმეს ან რაიმეს გვერდით ან გასწვრივ გვერდით; გასწვრივ; to walk by smb., smth. რაიმეს, ვინმეს გვერდით ჩავლა; to pass by smb.'s window ვინმეს ფანჯრის წინ ჩავლა; the train flashed by us მატარებელმა ჩაგვიქროლა; a path by the river ბილიკი მდინარის გაყოლებით;

3) მოძრაობას / მგზავრობას რაიმე პუნქტის გავლით: to travel by London ლონდონის გავლით მგზავრობა; to come by the door [by the side entrance] კარებიდან [გვერდითი შესასვლელიდან] შემოსვლა;

2. დროითი მნიშვნელობით მიუთითებს რაიმე ვადასთან მიახლოებას ან რაიმე ვადით შემოფარგვლას -თვის; by two o'clock ორი საათისთვის; by the end of the year წლის ბოლოსათვის; by then იმ დროისათვის; he ought to be here by now უკვე აქ უნდა იყოს; by the time that ... იმ დროისთვის, როდესაც ...;

3. (ხშ. ვნებით გვარში მდგარი ზმნის შემდეგ) მიუთითებს 1) გამკეთებელს, შემსრულებელს მიერ (ზმნის არარსებობის შემთხვევაში გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვით); the play was written by Shakespeare ეს პიესა შექსპირის მიერ იყო დაწერილი; a novel by Dickens დიკენსის რომანი; a painting by Van Gogh ვან გოგის ნახატი; a speech by the Foreign Secretary საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვა; the city was destroyed by fire ქალაქი ხანძარმა გაანადგურა; the house was struck by lightning სახლს მეხი დაეცა;

2) საშუალებას საშუალებით; by gas გაზით; engines driven by electricity ელექტროენერგიით მომუშავე ძრავები; roads linked by a bridge ხიდით შეერთებული გზები; absorption of moisture by activated carbon გააქტიურებული ნახშირით ტენის / სინესტის შთანთქმა; may I pay by check ჩეკით გადახდა თუ შემიძლია? we broaden our outlook by learning languages ენების შესწავლით თვალსაწიერს ვიფართოებთ; to get one's living by teaching მასწავლებლობით თავის რჩენა; he began the work by collecting material მუშაობა მასალის შეგროვებით დაიწყო;

by² I by³

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0812