1. ბიზნესი, სამეწარმეო / კომერციული საქმიანობა; to do business with ვინმესთან კომერციული საქმიანობის / ბიზნესის ქონა / წარმოება; to set up in business ბიზნესის / კომერციული საქმიანობის წამოწყება; to go into business ბიზნესისათვის / სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის მოკიდება; a line of business ა) ერთგვაროვანი სახის საქონელი / პროდუქცია; ბ) ბიზნესის მიმართულება, კომერციული სპეციალიზაცია; კომერციული საწარმო;
2. საქმე, სამუშაო; to be on business სადმე საქმეზე ყოფნა;
3. კომერციული საწარმო, ფირმა; private business კერძო საწარმო; small [large] businesses მცირე [მსხვილი] საწარმოები; local business ადგილობრივი საწარმო; service-oriented business მომსახურებაზე ორიენტირებული საწარმო; recycling business ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო; to run a business ʘ საწარმო / ფირმა აქვს; to go out of business საწარმოს დახურვა / ლიკვიდირება; კომერციული საქმიანობის შეწყვეტა; businesses compete in many different ways საწარმოები ერთმანეთთან სხვადასხვანაირად ეწევიან კონკურენციას;
4. საქმე, მოვალეობა; our business is to collect the information ჩვენ ინფორმაციის შეგროვება გვევალება; mind your own business თქვენს საქმეს მიხედეთ; ნუ ერევით სხვის საქმეში; it's none of your business ეს თქვენ არ გეხებათ; ეს თქვენი საქმე არ არის; to get down to business საქმის დაწყება, საქმისათვის ხელის მოკიდება;
ʘ საქმეს შეუდგა;
5. მეტად მნიშვნელოვანი საკითხები / საქმეები; the main business of the meeting შეხვედრის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები; unfinished business მოუგვარებელი საქმეები;
6. საქმე, შემთხვევა, ამბავი; საქმის ვითარება; I'm tired of the whole business მომბეზრდა ეს ყველაფერი; a strange business უცნაური შემთხვევა / ვითარება;
⌇ business address სამსახურის მისამართი; business decision საქმიანი გადაწყვეტილება; business hours სამუშაო საათები (დაწესებულებისა, საწარმოსი და ა.შ.); business letter საქმიანი წერილი; business call / visit / საქმიანი შეხვედრა / ვიზიტი; business relations ა) საქმიანი ურთიერთობები; ბ) სავაჭრო კავშირები; business depression ვაჭრობის ჩაკვდომა, ეკონომიკური დეპრესია, ეკონომიკური კრიზისი; business plan ბიზნეს-გეგმა; business license ბიზნესის წარმოების ლიცენზია; business circles / quarters / საქმიანი / კომერციული წრეები; theoretical business economics ბიზნესის ეკონომიკის თეორიული ასპექტები; business library ბიბლიოთეკა ეკონომიკის, ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალიზაციით; business owner საწარმოს მფლობელი; business operation საწარმოს საქმიანობა; the business part of the town ქალაქის სავაჭრო ცენტრი;
◇ big business დიდი ბიზნესი; monkey business საუბ. სულელობა, სულელური / უაზრო საქციელი [იხ. აგრ. monkey business]; no monkey business! მაიმუნობას თავი დაანებე! თავს ნუ იგდებ! I mean business არ ვხუმრობ; სერიოზულად ვამბობ; ეს ლიტონი სიტყვები არ გეგონოთ; that will do his business ა) მისგან ესეც კმარა; ბ) ეს მას ბოლოს მოუღებს / დაღუპავს; to have no business doing / to do / smth. რაიმეს კეთების უფლების არქონა; you have no business reading / to read / my letters without asking me ჩემს დაუკითხავად ჩემი წერილების წაკითხვის უფლება არა გაქვს; to send smb. about his business ა) ვისიმე გაგდება / გამოპანღურება; ბ) დატუქსვა; ვინმესთვის საყვედურის თქმა; good business! კარგია! to give smb. the business ამერ. სლ. ა) ვინმეს მიტყეპა / მიბეგვა; ბ) უცერემონიოდ / უბოდიშოდ / უხეშად ვინმეს მოპყრობა; business before pleasure ჯერ მუშაობა, შემდეგ გართობა; ≅ ჯერ შრომა, მერე ხტომა; everybody's business is nobody's business ანდ. ≅ ორ ძიძას შუა ბავშვი შიმშილით მოკვდაო; business is business ბიზნესი ბიზნესია, საქმეს ემოციები არ უყვარს; "Any other Business" "სხვადასხვა" (დღის წესრიგში); to do the business for ვინმეს თავიდან მოშორება; ვინმესგან თავის დაღწევა ერთხელ და სამუდამოდ.