(built)
1. შენება (აშენებს), აგება; the house is built of brick სახლი აგურითაა ნაგები; to build a railway რკინიგზის გაყვანა; to build a new bridge ახალი ხიდის აგება / გადება; to build a fire ცეცხლის გაჩაღება, კოცონის დანთება; where are you going to build? სად აპირებთ სახლის აშენებას?
2. = to build up 1);
3. ბუდის კეთება (აკეთებს);
4. შექმნა (
˂შე
˃ქმნის); გაზრდა, განვითარება; to build a solid friendship მყარი მეგობრობის დამყარება; to build one's self-confidence საკუთარი თავის რწმენის / თავდაჯერებულობის მოპოვება / გამომუშავება; to build plans გეგმების დაწყობა;
5. (on, upon) დაფუძნება (˂და˃აფუძნებს; ˂და˃ეფუძნება), დამყარება, საფუძვლად დადება; you must build your theory upon facts თქვენი თეორია ფაქტებზე უნდა ააგოთ; to build upon a promise დაპირების იმედით ყოფნა;
▭ to build in / into / 1) კედელში ჩაშენება (˂ჩა˃აშენებს), ჩადგმა;
2) რისამე განუყოფელ ნაწილად ქცევა (აქცევს), რისამე ჩადება (გეგმაში, სისტემაში და ა.შ.);
to build up 1) აწყობა (ააწყობს), დამონტაჟება;
2) (აგრ. to) გაზრდა (˂გა˃იზრდება), გაძლიერება, მომატება; this will help to build up his confidence ეს მას დაეხმარება საკუთარი თავის რწმენის განმტკიცებაში; traffic starts to build up at this time of day დღის ამ მონაკვეთში საგზაო მოძრაობა შეფერხებას იწყებს; the dash round for presents is now building up იწყება საჩუქრების საძებრად სირბილი;
3) ამოვსება (ამოავსებს);
4) გაშენება (˂გა˃აშენებს), განაშენიანება; to build up an area ქალაქის რაიონის განაშენიანება; our house and garden are very much built up ჩვენი სახლისა და ბაღის ირგვლივ ბევრი ახალი ნაგებობა გაჩნდა;
5) თანდათანობით შექმნა (˂შე˃ქმნის); to build up a reputation რეპუტაციის შექმნა; to build up a work of art ხელოვნების ნაწარმოების შექმნა; to build up a successful business წარმატებული ბიზნესის აწყობა;
6) მოღონიერება (˂მო˃ღონიერდება), ძალების აღდგენა; you need more protein to build you up ძალების აღსადგენად მეტი რაოდენობით ცილების მიღება გესაჭიროებათ; a sea-voyage will build up his health ზღვით მოგზაურობა ჯანმრთელობას აღუდგენს;
7) სამხ. შეიარაღების, პირადი შემადგენლობის გაზრდა (˂გა˃ზრდის), გაძლიერება;
8) ვისიმე / რისამე მნიშვნელობის გაზვიადება (˂გა˃აზვიადებს); they built him up with a series of articles and broadcasts სტატიებისა და რადიოგადაცემების ციკლით პოპულარობა მოუხვეჭეს; she has a talent for building up minor roles იგი ბრწყინვალედ ასრულებს მეორეხარისხოვან როლებს;
9) დაძაბულობის / ინტერესის გაზრდა (˂გა˃ზრდის) პიესაში და მისთ.;
10) სპორტ. გამომუშავება (˂გამო˃იმუშავებს) სტილისა.