1. 1) ხანმოკლე შესვენება, დასვენება; პაუზა, ინტერვალი; coffee break შესვენება ყავის დასალევად; without a break შესვენების გარეშე, შეუსვენებლივ; let's have / take / a break მოდი, ცოტა ხნით შევისვენოთ; we had a weekend break in New York შაბათ-კვირას ნიუ-იორკში დავისვენეთ;
2) დასვენება (სკოლაში) აგრ. break time;
3) პაუზა, წყვეტა, ინტერვალი; career break წყვეტა კარიერაში;
4) სარეკლამო პაუზა ტელე- ან რადიოგადაცემაში; after the break სარეკლამო პაუზის შემდეგ;
2. 1) შეტეხილი, შენგრეული (ადგილი); ჩანატეხი, ბზარი, ნაპრალი; ხვრელი; break in the pipeline გარღვევა მილგაყვანილობაში; ნახვრეტი მილსადენში;
2) ჩატეხა; შენგრევა;
3. კავშირის / ურთიერთობის გაწყვეტა; მიტოვება; a break in diplomatic relations დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა; a break with tradition ტრადიციის მოშლა; to make a break with smb. ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტა;
4. გაქცევა, გაპარვა (
ციხიდან, პატიმრობიდან და ა.შ.);
5. ძვლის მოტეხილობა;
6. საუბ. შანსი, შემთხვევა, ხელსაყრელი შესაძლებლობა; იღბალი; even breaks ერთნაირი შესაძლებლობები / შანსები; to get the breaks ხელსაყრელი მომენტის შერჩევა / გამოყენება; წარმატების მიღწევა; the breaks were against us ბედმა გვიმტყუნა; give me a break მომეცით შესაძლებლობა / შანსი; lucky break ბედნიერი / იღბლიანი შემთხვევა; bad break უბედობა, წარუმატებლობა, მარცხი;
7. : the break of day / of dawn / ლიტ. განთიადი, ცისკარი, გარიჟრაჟი, აისი, ალიონი; a break of storm ქარიშხლის ამოვარდნა; a break in the weather ამინდის უეცარი შეცვლა;
8. სპორტ. 1) თავდამსხმელის სწრაფი გარღვევა; long pass break სწრაფი გარღვევა გრძელი გადაცემის გაკეთებით; a three-on-one break სამი ერთზე გასვლა;
2) ბრეიკი (ბრძოლის შეჩერება კლინჩში მყოფი მოკრივეების დასაშორებლად);
3) ბრეიკი, მოწინააღმდეგის გეიმის მოგება (ჩოგბურთი; აგრ. break of serve);
4) ბრეიკი, პირველი დარტყმა (ბილიარდი; აგრ. a break shot);
5) ბრეიკი, დარტყმების ერთი სერიის განმავლობაში დაგროვებული ქულების რაოდენობა (ბილიარდი, განსაკ. სნუკერი);
9. ამერ. საუბ. 1) ზრდილობის ნორმების დარღვევა;
2) შეცდომა; უადგილო შენიშვნა; to make a (bad) break ა) არასწორი / მცდარი ნაბიჯის გადადგმა; ბ) უადგილო შენიშვნის მიცემა; გ) რაიმეს წამოცდენა / წამოროშვა / დაცდენა;
10. ამერ. ბირჟ. ფასების უეცარი დაცემა;
11. ამერ. პოლიტ. ხმების სხვა კანდიდატისათვის დათმობა / გადაცემა (ყრილობაზე);
12. მოხნული მიწის მონაკვეთი;
13. საუბ. ბინის გატეხა გაქურდვის მიზნით;
14. დიალ. დიდი რაოდენობა (რაიმესი);
15. გეოლ. 1) წყვეტა, რღვევა;
2) მცირე ნასხლეტი;
⌇ break point ქიმ. სითხის გაკამკამების, დაწდომის ან განშრევების წერტილი;
◇ break in the clouds იმედის სხივი / ნაპერწკალი.