1. 1) საზღვარი; მიჯნა, ზღვარი; artificial [natural] boundary ხელოვნური [ბუნებრივი] საზღვარი; land boundaries სახმელეთო საზღვრები; to draw [extend] boundaries საზღვრის გავლება [განვრცობა / გაფართოება]; this stream forms a boundary between the two estates ეს ნაკადული საზღვრად გასდევს ორ მამულს; beyond the boundaries of რაიმეს ზღვარს მიღმა;
2) სპორტ. მოედნის საზღვარი, მინდორზე ან მოედანზე ზღვრად გავლებული ხაზი;
3) სამხ. გამმიჯვნელი ხაზი;
2. სპეც. სასაზღვრო ზედაპირი (ამა თუ იმ სისტემის გარემოსაგან გამომყოფი ზედაპირი);
⌇ boundary dispute სასაზღვრო დავა; boundary sign [waters] სასაზღვრო ნიშანი [წყლები]; boundary commission საზღვრების დამდგენი კომისია; boundary river მდინარე, რომელზეც საზღვარი გადის; boundary post მიჯნის ნიშანი; boundary conditions [layer] სპეც. სასაზღვრო პირობები [შრე].