საუბ.
1. 1) ქანაობა (ქანაობს), რხევა, რყევა, რწევა (განსაკ. წყლის ზედაპირზე); a bottle was bobbing up and down in the sea ზღვის ტალღებზე ბოთლი ირწეოდა;
2) ქნევა (აქნევს); the clerk bobbed his head nervously კლერკი ნერვიულად აქნევდა / აკანტურებდა თავს;
2. 1) ჩაკუზვა (˂ჩა˃იკუზება); ჩაცუცქვა; ჩაჯდომა; he bobbed and the stone missed him ჩაიკუზა და ქვა ასცდა;
2) რევერანსის / კნიქსენის გაკეთება (˂გა˃აკეთებს) აგრ. to bob a curtsy;
3. ცეკვა (ცეკვავს);
4. კომბლით ან მრგვალბუნიკიანი ჯოხით დარტყმა (
˂და
˃არტყამს);
5. კაკუნი (აკაკუნებს); სუსტად დარტყმა;
6. მოძვ. მოტყუება (ატყუებს); to bob smb. out of smth. ვინმესთვის რაიმეს გამოტყუება / დაცინცვლა;
▭ to bob in / into / შესვლა (შევა), შემოსვლა; the servant bobbed in with tea მოახლემ ჩაი შემოიტანა; will you bob in, Mr Brown? არ შემობრძანდებით, მისტერ ბრაუნ?
to bob off მოტყუებით რისამე გასაღება (˂გა˃ასაღებს); თავიდან მოცილება; he bobbed off his old nag მან ვიღაცას მიასაღა თავისი ბებერი ჯაგლაგი;
to bob up 1) ამოხტომა (ამოხტება), ამოვარდნა;
2) ამოტივტივება (ამოტივტივდება); the cork bobbed up საცობი ზედაპირზე ამოტივტივდა;
3) უეცრად / მოულოდნელად გამოჩენა (გამოჩნდება); after months in hiding he bobbed up in Paris რამდენიმე თვის მალვის შემდეგ, მოულოდნელად გამოჩნდა პარიზში; the question has bobbed up ეს საკითხი მოულოდნელად წამოიჭრა; his book is likely to bob up for notice მის წიგნს, ეტყობა, წარმატება ექნება;
4) ხშირად ადგილიდან წამოხტომა (წამოხტება) სიტყვის სათქმელად;
◇ he's bobbed on a court martial მას სამხედრო საველე სასამართლო არ ასცდება.