4. ქშინვა (ქშინავს), ქოშინი, მძიმედ სუნთქვა; the old man was blowing and puffing მოხუცი ქოშინებდა და ხვნეშოდა;
5. სულის შებერვა (˂შე˃უბერავს) რისამე გასაგრილებლად; he blew on his soup წვნიანს გასაგრილებლად სულს უბერავდა;
6. შადრევნის ამოშვება (ამოუშვებს) ითქმის ვეშაპის შესახებ;
7. გამობერვა (˂გამო˃ბერავს), რაიმესთვის ჩაბერვით და ა.შ. ამა თუ იმ ფორმის მიცემა; to blow bubbles საპნის ბუშტების გაშვება; to blow smoke rings სიგარეტის ბოლის რგოლებად გამოშვება; to blow glass მინის გამობერვა;
8. 1) (into, through, out) ჩაბერვა (ჩაბერავს); გაწმენდა;
2) : to blow one's nose ცხვირის მოხოცვა (მოიხოცავს); blow your nose well ცხვირი კარგად მოიხოცე!
9. საუბ. 1) თამბაქოს მოწევა (ეწევა);
2) ნარკოტიკის მოწევა (˂მო˃სწევს) ან ჩასუნთქვა;
10. (აგრ. up) ცეცხლის გაღვივება (˂გა˃აღვივებს); ცეცხლის გასაღვივებლად დაბერვა, შებერვა (საბერვლისა, სულისა); to blow (up) the fire იხ. fire I 1 1);
11. ბობოქრობა (ბობოქრობს), მძვინვარება;
12. (აგრ. about) საუბ. ახალი ამბების გავრცელება (˂გა˃ავრცელებს), დაყრა (ჭორებისა და ა.შ.);
13. საუბ. გამოაშკარავება (˂გამო˃აშკარავდება), გასკდომა (საიდუმლოსი, ამბისა);
14. = to blow up 1) და 2); to blow a man from the mouth of a gun ისტ. სიკვდილით დასჯა ზარბაზნის ლულაზე მიბმით; the expence of blowing a few yards of rock რამდენიმე იარდი კლდის აფეთქებასთან დაკავშირებული ხარჯები; to blow the gates (open) ჭიშკრის აფეთქების მეშვეობით / ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით გაღება; to blow smth. to atoms აფეთქების მეშვეობით რისამე განადგურება / მტვრად ქცევა;
15. ცხენისთვის სიქის გაცლა (გააცლის); ქანცის გაწყვეტა;
16. საუბ. ტრაბახი (ტრაბახობს), კვეხნა;
17. (p.p. blowed [-d]) სლ. წყევლა (წყევლის), კრულვა; blow you! ჯანდაბამდის გზა გქონია!
18. ამერ. სლ. წასვლა (წავა), მოქუსვლა;
19. (აგრ. on) საუბ. უამრავი ფულის დახარჯვა (˂და˃ხარჯავს) / ფლანგვა;
20. საუბ. ნაღვლიანობა (ნაღვლობს), სევდიანობა;
21. თეატრ. სლ. ტექსტის ან რეპლიკის დავიწყება (˂და˃ავიწყდება);
22. საუბ. ხელსაყრელი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება (˂გა˃უშვებს);
23. სლ. მოსპობა (˂მო˃სპობს), განადგურება;
24. სლ. რისამე ოსტატურად კეთება (აკეთებს); he blows great conversation ძალზე ენაწყლიანია; საუბარში ტოლი არა ჰყავს; ენაზე ჭავლი არ მოედება;
25. კვერცხის დადება (˂და˃დებს) ითქმის ბუზის შესახებ;
26. ელექტრ. მცველის გადაწვა (˂გადა˃წვავს; ˂გადა˃იწვება), დადნობა; the fuse has blown დამცველი გადაიწვა;
27. შინაგანი წნევის გამო გასკდომა (˂გა˃სკდება) ითქმის კამერის, საბურავის, ვაკუუმის მილაკის და ა.შ. შესახებ;
▭ to blow about 1) გაფანტვა (˂გა˃ფანტავს), მიმოყრა (ფოთლებისა, ქაღალდებისა);
2) გაწეწა (˂გა˃წეწავს), გაჩეჩა; the wind had blown about her hair ქარმა თმა აუწეწა;
3) ამბის გავრცელება (˂გა˃ავრცელებს); ხმის დაყრა;
to blow abroad = to blow about 3);
to blow smb. away საუბ., განსაკ. ამერ. 1) ვისიმე მოკვლა (˂მო˃კლავს) ცეცხლსასროლი იარაღით;
2) ვისიმე აღფრთოვანება (აღაფრთოვანებს), აღტაცებაში მოყვანა; გახარება;
3) ვისიმე ადვილად დამარცხება (˂და˃ამარცხებს);
to blow smth. away რისამე გადალახვა (˂გადა˃ლახავს), დაძლევა; to blow away an obstacle სამხ. საარტილერიო ცეცხლის მეშვეობით დაბრკოლების გადალახვა;
to blow down 1) წაქცევა (˂წა˃აქცევს); many trees were blown down ქარმა ბევრი ხე წააქცია;
2) ორთქლის გამოშვება (˂გამო˃უშვებს);
to blow in 1) სლ. უეცრად / მოულოდნელად გამოჩენა (˂გამო˃ჩნდება) / მოსვლა; what good wind blew you in? რომელმა ქარმა გადმოგაგდო ჩვენთან?
2) აფეთქება (ააფეთქებს) და შეღწევა (ციხესიმაგრეში და ა.შ.); the gates were blown in with dynamite ალაყაფის კარები დინამიტით ააფეთქეს;
3) სლ. გაკოტრება (˂გა˃კოტრდება); ფულის გაფლანგვა;
4) ბრძმედის ამუშავება (აამუშავებს);
5) ამოხეთქა (ამოხეთქს) ითქმის ნავთობის შესახებ;
to blow off 1) ორთქლის გაშვება (˂გა˃უშვებს);
2) განმუხტვა (განიმუხტება); საკუთარი სატკივრის ამოთქმა;
3) წუწუნი (წუწუნებს), ჩივილი;
4) წყლის გაშვება (˂გა˃უშვებს);
5) : to blow off all ammunition მთელი საბრძოლო მასალის დახარჯვა;
to blow on საუბ. ვისიმე გაცემა (გასცემს), გაყიდვა;
to blow out 1) სანთლის, ცეცხლის, ალის ჩაქრობა (˂ჩა˃აქრობს) სულის შებერვით, ჰაერის დაბერვით და ა.შ.;
2) ელექტრ. გადაწვა (˂გადა˃იწვება), დადნობა (ითქმის მცველის შესახებ);
3) გაბერვა (˂გა˃ბერავს); to blow out one's cheeks ლოყების გაბერვა;
4) გასკდომა (˂გა˃სკდება) ითქმის სალტის და მისთ. შესახებ;
5) ჩხუბის გამწვავება (˂გა˃ამწვავებს);
6) მუშაობის შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს);
7) ტექ. გამოქრევა (˂გამო˃აქრევს), ჰაერის შებერვა; to blow out gas pipes გაზის მილების გამოქრევა;
to blow over 1) ქარის მიერ გადაბრუნება (˂გადა˃აბრუნებს); the wind blew the tent over ქარმა კარავი გადააბრუნა;
2) გავლა (გაივლის), გადავლა, დასრულება (ითქმის ჭექა-ქუხილის, ქარიშხლის, კრიზისის და ა.შ. შესახებ);
3) დავიწყება (˂და˃ივიწყებს); the scandal soon blew over ეს სამარცხვინო ამბავი მალე დავიწყებას მიეცა; we must let it blow over! დაე, ყველამ დაივიწყოს ეს!
to blow through მილების, წყლის გაყვანილობის, კანალიზაციის გაწმენდა (˂გა˃წმენდს);
to blow up 1) აფეთქება (ააფეთქებს), აფეთქებით დანგრევა / შენგრევა / განადგურება; the soldiers blew up the bridge ჯარისკაცებმა ხიდი ააფეთქეს;
2) აფეთქება (აფეთქდება), აფეთქებისაგან დანგრევა / განადგურება; the tank blew up ტანკი აფეთქდა;
3) გადატ. ჩაფუშვა (˂ჩა˃ფუშავს; ˂ჩა˃იფუშება), ჩაშლა; to blow up plans გეგმების ჩაფუშვა;
4) ატყდომა (ატყდება), უეცრად დაწყება (ითქმის ქარის, დავის და ა.შ. შესახებ); a storm blew up ქარიშხალი ამოვარდა; the crisis which has blown up as a result კრიზისი, რომელიც ამის შედეგად წარმოიშვა / რომელმაც ამის შედეგად იფეთქა;
5) სალტის და მისთ. გაბერვა (˂გა˃ბერავს), დატუმბვა; to blow up a tyre [a balloon] სალტის / საბურავის [ბუშტის] გაბერვა;
6) რაიმეს გაზვიადება (˂გა˃აზვიადებს);
7) გაბღენძა (˂გა˃იბღინძება); he was blown up with pride სიამაყით იბერებოდა / იბღინძებოდა;
8) გაძლიერება (˂გა˃ძლიერდება); წვიმის, ქარიშხლის გამოწვევა (ითქმის ქარის შესახებ); it is blowing up for rain ქარი ღრუბლებს საწვიმრად ერეკება;
9) საუბ. წონასწორობის დაკარგვა (˂და˃კარგავს), გაცეცხლება; 10) ფოტ. სურათის გადიდება (˂გა˃ადიდებს);
to blow upon 1) ინტერესის მოკლება (˂მო˃აკლებს), სიახლის დაკარგვა;
2) სახელის გატეხა (˂გა˃უტეხს); დისკრედიტირება;
3) დასმენა (˂და˃ასმენს); ცილის დაწამება; შარის მოდება;
4) საუბ. გახმაურება (˂გა˃ახმაურებს), საქვეყნოდ თქმა;
◇ to blow out one's brains შუბლში ტყვიის დახლა; to blow (smb.) a kiss (ვინმესთვის) კოცნის გაგზავნა; to blow hopes / speculations / sky-high, to blow hopes / speculations / to smithereens იმედის ჩაკვლა / მოკვლა; to blow sky-high მაგრად გამოლანძღვა / გაწყრომა; to blow one's hide out ვულგ. გაძღომა, გასკდომა; to blow one's own horn / trumpet / თავის ქება, ტრაბახი; to blow great guns ბობოქრობა, ძლიერი ქროლა (ქარისა, ქარიშხლისა); to blow hot and cold მერყეობა, შეხედულებების ხშირი ცვლა; blow high, blow low რაც (არ) უნდა მოხდეს; to blow the gaff / the gab / სლ. საიდუმლოს გაცემა / წამოცდენა; to blow one's cool წონასწორობის დაკარგვა, თავის ვერ შეკავება; გააფთრება; გაცეცხლება; to blow one's mind ა) აღელვება, აღგზნება; ბ) ჩიხში მომწყვდევა, საგონებელში ჩაგდება; გ) ʘ ნარკოტიკისგან გაბრუებულია / ტრანსშია.