წიგნ. მიუთითებს
1. ღირსებასთან, პატიოსნებასთან და ა.შ. შეუთავსებლობას: beneath criticism ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს; that conduct is beneath you ასეთი საქციელი თქვენ არ გეკადრებათ; it is beneath your dignity ეს თქვენს ღირსებას არ შეეფერება;
2. ვინმესადმი დაქვემდებარებას / დამორჩილებას -ქვეშ; beneath the yoke of the conqueror დამპყრობლის უღელქვეშ; to live beneath tyranny ტირანიის უღელქვეშ ცხოვრება;
3. სიმძიმის / ტვირთის ქვეშ ყოფნას ქვეშ; to bend beneath a burden სიმძიმის ქვეშ მოღუნვა; the ground gave way beneath the foot ნიადაგი ფეხის სიმძიმეს დაჰყვა; she dropped her eyes beneath his gaze მის მზერაზე ქალმა თვალები დახარა;
4. 1)
რისამე ქვეშ ყოფნას ქვეშ; he sat beneath a tree ხის ქვეშ იჯდა; beneath the same roof ერთ ჭერქვეშ; there was a pillow beneath his head თავქვეშ ბალიში ედო;
2) რაიმეზე დაბლა ყოფნას: the town is beneath the castle ქალაქი ციხესიმაგრის მისადგომებთან, ძირთანაა გაშენებული;
5. 1) უფრო დაბალ მორალურ ან გონებრივ დონეს: don't look on them as beneath you თავი მათზე უკეთესი ნუ გგონიათ; her brother is far beneath her in intelligence ის ქალი გაცილებით ჭკვიანია თავის ძმაზე;
2) უფრო დაბალ რანგს / მდგომარეობას: to marry beneath oneself უთანასწორო ქორწინება, როცა ერთ-ერთი მხარე მეორეზე დაბლა დგას სოციალურად;
6. შესიტყვებაში: beneath one's breath ჩუმად, ჩურჩულით; she hummed a tune beneath her breath ის თავისთვის რაღაცას ღიღინებდა.