I
1. გრძელი სკამი, მერხი (ჩვეულ. ხისა); a park bench პარკში დასაჯდომი გრძელი სკამი;
2. ნავის მერხი;
3. დაზგა, სამუშაო მაგიდა;
4. სტელაჟი (
სათბურში);
5. 1) ფიცარნაგი ძაღლების დემონსტრირებისათვის;
2) გამოფენა (ძაღლებისა);
6. ბრტყელი მაღლობი;
7. წყალქვეშა მეჩეჩი / მარჩხობი;
8. სამთ. ტერასა; კარიერის საფეხური; ბეგი;
9. არქიტ. ლავგარდანი;
10. მეტალ. რეტორტების ბატარეა;
11. (the) სპორტ. 1) სათადარიგო მოთამაშეთა სკამი;
2) კრებ. სათადარიგო მოთამაშეები, "სათადარიგოთა სკამი";
II
1. (the) 1) მოსამართლეების ადგილი (სასამართლოს დარბაზში);
2) სასამართლო;
3) კრებ. მოსამართლეთა კოლეგია; King's / Queen's / Bench ისტ. სამეფო კარის სასამართლო (თავმჯდომარეობდა მეფე ან დედოფალი); Masters of the Bench ბარისტერთა კორპორაციის / "სასამართლო ინების" უხუცესები;
4) მოსამართლე;
5) მოსამართლის თანამდებობა, მოსამართლეობა;
6) საეპისკოპოსო;
2. ჩვეულ. pl პოლიტიკოსთა ამა თუ იმ ჯგუფისათვის განკუთვნილი ადგილი პარლამენტში; the Opposition benches საპარლამენტო ოპოზიციის ადგილები / სკამები; the Treasury bench "მინისტრთა სკამი" (პირველი სკამი სპიკერის სკამისგან ხელმარჯვნივ ინგლისის პარლამენტის თემთა პალატაში, რომელზეც მთავრობის წევრები სხდებიან); back benches ადგილები პარლამენტის რიგითი წევრებისათვის;
◇ the bench and the bar მოსამართლეები და ადვოკატები / ვექილები; on the bench ა) სასამართლო პროცესის თავმჯდომარე; ბ) სასამართლოს შემადგენლობაში შემავალი პირი; გ) სპორტ. სათადარიგო მოთამაშეები ან საჯარიმო სკამზე მსხდომნი; to sit on the bench ა) ვისიმე გასამართლება; ბ) საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება; to be raised to the bench ა) მოსამართლის თანამდებობის მიღება; ბ) ეპისკოპოსის წოდების მიღება.