Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

believe verb
[bɪʹli:v]
Print

1. 1) დაჯერება (˂და˃იჯერებს, ˂და˃უჯერებს); ʘ სჯერა; believe me მერწმუნეთ; I believe you მჯერა თქვენი; to believe a rumour ჭორის დაჯერება; I believe what he says მჯერა მისი ნათქვამისა; that is very hard to believe ეს ძალიან ძნელი დასაჯერებელია; I made him believe it მე დავარწმუნე ის ამაში; you'd better believe it საუბ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ; we soon believe what we desire რაც გვინდა, იმას ადვილად ვიჯერებთ;

2) ნდობა (ენდობა); I believe him implicitly სავსებით ვენდობი მას; a man who deserves to be believed ადამიანი, რომელიც სრულ ნდობას იმსახურებს; we believed him on his word სიტყვაზე ვენდეთ;

2. აგრ. რელიგ. ʘ სწამს, სჯერა; the point of religion is believing რელიგია იმას ნიშნავს, რომ უნდა გწამდეს;

3. ფიქრი (ფიქრობს); მიჩნევა; ვარაუდი; it is believed (that) ფიქრობენ / მიაჩნიათ, რომ; I believe (that) you are right [wrong] ვფიქრობ, რომ თქვენ მართალი ბრძანდებით [ცდებით]; the detective believes that the murderer is the victim's wife დეტექტივი ვარაუდობს, რომ მკვლელი მოკლულის ცოლია; "Will they arrive tomorrow?" – "I believe so" "ისინი ხვალ ჩამოვლენ?" – "მე მგონი, კი"; the plan is believed to be realistic გეგმა რეალურად მიაჩნიათ; I believe him to be alive ჩემი აზრით, ის ცოცხალია; დარწმუნებული ვარ, რომ ის ცოცხალია; he is believed to be in Paris ფიქრობენ, რომ ის პარიზშია; the woman is believed to be in her mid-thirties ვარაუდობენ, რომ ქალი ოცდათხუთმეტიოდე წლის უნდა იყოს; we believe him to be the man for the job ჩვენი ვარაუდით, ეს კაცი ამ საქმისათვის გამოდგება; he believes himself to be unfairly treated მას მიაჩნია, რომ უსამართლოდ ექცევიან;

believable believer

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0515