1. დროითი მნიშვნელობით მიუთითებს რისამე უფრო ადრე მოხდენას მანამდე, -მდე; come before 5 o'clock 5 საათამდე მობრძანდით; they took a walk before dinner მათ გაისეირნეს სადილობამდე; (just) before the meeting (სწორედ) კრებამდე / კრების წინ; before Christ ქრისტეს დაბადებამდე; he came an hour before the time ის ერთი საათით ადრე მოვიდა; before answering the letter he re-read it სანამ პასუხს გასცემდა / პასუხის გაცემამდე წერილი ხელახლა გადაიკითხა; the generations before us წინა თაობები;
2. სივრცითი მნიშვნელობით მიუთითებს რაიმეს ან ვინმეს მდებარეობას ან მოძრაობას ვინმეს ან რაიმეს წინ წინ; she saw a road before her მის წინ გზა დაინახა; she sat (just) before me ის (ზუსტად) ჩემს წინ იჯდა; he stared before him ის თავის წინ იყურებოდა; to kneel before the throne სამეფო ტახტის წინ მუხლის მოყრა;
3. მიუთითებს 1) რაიმე პროცესის მიმდინარეობას ვინმეს თანდასწრებით წინაშე; თანდასწრებით; before one's (very) eyes თვალწინ; before smb.'s face პირდაპირ, დაუფარავად; he spoke out before everyone მან ეს სახალხოდ / ყველას წინაშე განაცხადა;
2) რაიმე ორგანიზაციაში, სასამართლოში და ა.შ. ყოფნას გამოძახებით წინაშე; he appeared before the judge [the court, the committee] ის წარდგა მოსამართლის [სასამართლოს, კომისიის] წინაშე;
3) საკითხის განხილვას ვინმეს მიერ -ზე, -ში; the question is before the meeting [the committee, Parliament] საკითხი უნდა განიხილონ კრებაზე [კომიტეტში, პარლამენტში]; the case before the court სასამართლოს განსახილველი საქმე;
4. მიუთითებს იმას, რაც უნდა მოხდეს მომავალში /
შემდგომში წინ, წინაშე; his whole life is before him მთელი ცხოვრება ჯერ წინა აქვს; he was a man with no future before him ამ კაცს მომავალი არ ჰქონდა; we have two problems before us ჩვენს წინაშე ორი საკითხი დგას, ორი საკითხი გვაქვს გადასაჭრელი;
5. მიუთითებს რანგით / წოდებით / მდგომარეობით უფრო მაღლა დგომას -ზე; a general comes before a colonel გენერალი წოდებით კოლონელზე მაღლა დგას; to be before others in class [at school] ʘ თანაკლასელებში [სკოლაში] ყველას სჯობია;
6. იხმ. უპირატესობის მიცემის / რისამე მჯობინების გადმოსაცემად უმალ ... ვიდრე, მეტად; he will die before betraying his country ის უმალ მოკვდება, ვიდრე თავის ქვეყანას უღალატებს; death before dishonour შერცხვენას სიკვდილი სჯობს; I love him before myself ის თავს მირჩევნია, თავზე მეტად მიყვარს;
7. შესიტყვებებში: the day before yesterday გუშინწინ; before everything else უპირველეს ყოვლისა; before long მალე; before now უწინ; it ought to have been done before now ეს უწინ უნდა გაკეთებულიყო; before then იმ დრომდე.