(bore; borne)
I
1. 1) გადატანა (გადაიტანს), გადაზიდვა; წაყვანა, გადაყვანა; the ship bore him to a distant country გემმა იგი შორეულ ქვეყანაში წაიყვანა;
2) წიგნ. ტარება (ატარებს), ʘ დააქვს (ჩვეულ. რაიმე მძიმე საგანი); to bear a banner დროშის ტარება;
2. 1) წაღება (მიაქვს), გარეკვა; the boat was borne backward by the wind ქარმა ნავი უკან წაიღო;
2) მოძრაობა (მოძრაობს), გეზის აღება, ʘ მიემართება, გაემართება; შეხვევა; they bore east [north, south, west] ისინი აღმოსავლეთით [ჩრდილოეთით, სამხრეთით, დასავლეთით] მიიწევდნენ; to bear (to the) left [right] მარცხნივ [მარჯვნივ] გახვევა / მოხვევა ან სვლა; the road bears to the west გზა დასავლეთისკენ უხვევს;
3) წიგნ. ʘ არის, მდებარეობს, გადაჭიმულია (ითქმის ადგილის, მხარის შესახებ და მისთ.); the land bears south of us მიწა ჩვენგან სამხრეთითაა;
4) : to bring a telescope to bear on smth. ტელესკოპის რაიმესთვის დამიზნება; to bring one's mind to bear on smth. გადატ. მთელი ყურადღების / გულისყურის რაიმეზე მიპყრობა / კონცენტრაცია;
3. 1) ქონა (აქვს); ʘ არის; the monument bore an inscription ძეგლს წარწერა ჰქონდა; he bears a striking resemblance to his father საოცრად ჰგავს მამამისს; what date does that letter bear? რა რიცხვითაა დათარიღებული ეს წერილი?
2) წიგნ. ფლობა (ფლობს), პყრობა, ქონა, ტარება; he bears a name [a title] სახელს [ტიტულს] ატარებს; he bears an office თანამდებობა უკავია; he bears rule / sway / მბრძანებლობს, ძალაუფლება ხელთ უპყრია; he bears a good character კარგი სახელი / რეპუტაცია აქვს;
4. (
აგრ. up) გაძლება (
˂გა
˃უძლებს), სიმძიმის ტარება / ზიდვა / დაჭერა; the bed, too fragile to bear his weight, collapsed საწოლმა ვერ გაუძლო მის წონას და ჩატყდა; his shoulders can bear a heavy load მის მხრებს მძიმე ტვირთის ზიდვა შეუძლია;
5. (on, upon) რაიმეზე დაყრდნობა (˂და˃ეყრდნობა), დგომა, დაწოლა; the whole building bears on these columns მთელი შენობა ამ სვეტებს ეყრდნობა; don't bear hard on the pencil – it will break ნუ დააჭერ ფანქარს, გატყდება;
6. დაშვება (˂და˃უშვებს), ნების მიცემა, ნების დართვა; he spends more than his salary can bear იგი უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ამის საშუალებას ხელფასი აძლევს;
7. (p.p. აგრ. born) 1) დაბადება (˂და˃ბადებს; ˂და˃იბადება), შობა, გაჩენა; born (in) 1920 1920 წელს დაბადებული; she has borne him five children ხუთი შვილი გაუჩინა; I was born in 1956 დავიბადე 1956 წელს;
2) ნაყოფის გამოღება (˂გა˃მოიღებს), ნაყოფის მოსხმა; the trees bear fruit ხეები მსხმოიარეა / ნაყოფს ისხამენ; his efforts bore fruit მისმა მცდელობამ ნაყოფი გამოიღო, მისი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა; these shares bear 5% interest ამ აქციებს 5% მოგება მოაქვთ;
8. 1) : to bear oneself თავის დაჭერა (უჭირავს); he bears himself with dignity თავი ღირსეულად უჭირავს;
2) : he bears his head high თავი მაღლა უჭირავს, თავი თამამად უჭირავს;
II ა
1. 1) (ჩვეულ. უარყოფით ან კითხვით წინადადებებში can-ის შემდეგ) ატანა (აიტანს), გაძლება, მოთმენა (ტკივილისა და ა.შ.); I can't bear all this noise არ შემიძლია ამ ხმაურის ატანა; she couldn't bear the thought of loosing him ქალი მისი დაკარგვის აზრსაც კი ვერ ეგუებოდა; how can you bear to listen that music? როგორ შეგიძლია ამ მუსიკის მოსმენა? the pain was too much to bear ტკივილი აუტანელი იყო;
2) ოპერაციის და ა.შ. გადატანა (გადაიტანს); he bore the operation satisfactorily მან დამაკმაყოფილებლად გადაიტანა ოპერაცია;
2. : not to bear smth. / doing smth. / ʘ შეუფერებელია, უმართებულოა; უვარგისია; her later work does not bear comparison with her earlier novels მისი უკანასკნელი ნაწარმოები ვერც კი შეედრება ადრე გამოქვეყნებულ რომანებს; these figures won't bear close examination ეს ციფრები / მონაცემები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია; what I would do if I lost my job doesn't bear thinking about იმის გაფიქრებაც კი მზარავს რას გავაკებდი, სამსახური რომ დამეკარგა;
3. წიგნ. საკუთარ თავზე აღება (აიღებს); to bear the responsibility პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება / კისრება;
4. ხარჯის გაწევა (˂გა˃სწევს); ზარალობა (ზარალობს), ზარალში ყოფნა, დაზარალება; to bear losses დაზარალება, ზარალში ყოფნა; to bear expenses ხარჯის გაწევა;
5. ჩვენების მიცემა (აძლევს), მოწმედ ყოფნა; to bear evidence / testimony, witness / ჩვენების მიცემა, მოწმედ ყოფნა; to bear false witness ცრუმოწმეობა; thou shalt not bear false witness against thy neighbour ბიბლ. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი ახლობლის წინააღმდეგ;
6. გულში რაიმე გრძნობის (განსაკ. უარყოფითის) ტარება (ატარებს) / ქონა; to bear grudges ʘ წყენას ჯერაც არ გაუვლია; he bears no resentment towards them არ არის მათზე ნაწყენი;
7. ხმების, ჭორის და მისთ. გავრცელება (˂გა˃ავრცელებს); to bear tales ხმის დაგდება / დაყრა, ჭორის გავრცელება;
8. : to bear resemblance ʘ ჰგავს; to bear relation ʘ დაკავშირებულია; it bears no relation to the matter ეს საქმეს არ (შე)ეხება;
II ბ
1. to bear against smth. ʘ ებჯინება, მჭიდროდ აკრავს, ესაზღვრება;
2. to bear with smb., smth. ვისიმე, რისამე მოთმინებით ატანა (აიტანს) / შერიგება; bear with me ცოტა მოითმინე(თ) / მომითმინე(თ); მოთმინება გამოიჩინე(თ) ჩემ მიმართ;
3. to be born in ʘ გასაგები / ცხადი / ნათელი გახდა; it was gradually borne in upon him that ... მისთვის თანდათან ცხადი გახდა რომ ...;
▭ to bear along თან წაყვანა (წაიყვანს), გატაცება, წართმევა; the crowd bore us along ბრბომ თან გაგვიტაცა;
to bear away 1) წაღება (წაიღებს), წაყვანა; she bore away the child მან ბავშვი წაიყვანა;
2) მოპოვება (მოიპოვებს), მიღება (განსაკ. პრიზისა); to bear away the prize პრიზის მოპოვება; to bear away the bell პირველი ადგილის დაკავება; to bear away the palm გამარჯვება;
to bear down 1) გადალახვა (˂გადა˃ლახავს), დაძლევა; გატეხა; to bear down resistance [the enemy] წინააღმდეგობის [მოწინააღმდეგის] დაძლევა; borne down by misfortune გაჭირვებისგან მოტეხილი / წელში გატეხილი; to bear down smb.'s assurance ვინმესთვის დიდგულობის მოშლევინება; ვისიმე შერცხვენა;
2) (on, upon) გაქანება (გაექანება), თავდასხმა, ძგერება (ეძგერება); the falcon bore down upon its prey შევარდენი თავისი მსხვერპლისაკენ გაექანა;
to bear off 1) წაღება (წაიღებს);
2) გადახრა (˂გადა˃იხრება);
3) ზღვ. დაძვრა (˂და˃იძვრება), განზიდვა, უკუბიძგი; მართვა ზღვაში; bear off! მოვცილდეთ ნაპირს! to bear off the anchor ღუზის აშვება, ღუზის ამოღება;
to bear on ʘ რაიმესთან დაკავშირებულია, რაიმეზე გავლენას ახდენს; the fact does not bear on the subject ეს ფაქტი არ არის საქმესთან დაკავშირებული; resolution bearing on the matter რეზოლუცია ამ საკითხთან დაკავშირებით; the question bears closely (up)on ... საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული ...;
to bear out მხარის დაჭერა (˂და˃უჭერს), განმტკიცება, გაძლიერება, დამოწმება, დადასტურება; to bear out a statement რაიმე განცხადებისათვის მხარის დაჭერა; to bear smb. out, to bear out what smb. has said ვისიმე სიტყვების დადასტურება / დამოწმება;
to bear up 1) დაცვა (˂და˃იცავს), გატანა, მხარის დაჭერა, გამხნევება; to bear up a principle პრინციპის დაცვა / გატანა;
2) (against, under) მტკიცედ / შეუპოვრად ყოფნა (არის); he bore up against misfortune გასაჭირს გაუძლო, უბედურებამ ვერ გატეხა;
to bear upon = to bear on;
◇ to bear arms ა) იარაღის ტარება; ბ) ჯარში სამსახური; გ) გერბის ქონა / ტარება; to bear arms against smb. იარაღის ვინმეზე აღმართვა; შეიარაღებული ამბოხება / აჯანყება ვისიმე წინააღმდეგ; to bear a part in smth. რაიმეში მონაწილეობის მიღება; to bear in mind მხედველობაში ქონა, არდავიწყდება; to bear company თანხლება; bear us company შემოგვიერთდი; to bear a hand დახმარება, ხელის გამართვა, ხელის შეწყობა; bear a hand! ა) მიშველეთ! ბ) ზღვ. მოუმატე სვლას! (კომანდა); to bear smb. in hand ა) ≅ გამოჭერილი ჰყავს ვინმე; ბ) მოძვ. ვისიმე მოტყუება / გაცურება; she bears her age well კარგად / ახალგაზრდულად გამოიყურება; to bear the brunt მთავარი დარტყმის / ძირითადი სიმძიმის გადატანა; to be borne in on smb. ʘ გასაგები / ცხადი / ნათელი გახდა; it was gradually borne in upon him that ... მისთვის თანდათან ცხადი გახდა, რომ ...; to bear fruit ნაყოფის გამოღება, წარმატებით დაგვირგვინება; to bear witness (to smth.) ჩვენების მიცემა, მოწმედ ყოფნა; thou shalt not bear false witness against thy neighbour ბიბლ. შენი მახლობლის წინააღმდეგ ფუჭ მოწმედ ნუ გამოხვალ; to bear smb. a grudge ʘ ვისიმე ჯავრი სჭირს; to bear and forbear დიდი მოთმინებისა და სულგრძელობის გამოჩენა; born yesterday ≅ მიამიტი, გულუბრყვილო, მიმნდობი.