I
აწარმოებს
1. ნასახელარ გარდამავალ ზმნებს, რომლებიც 1) უპირატ. ნამყო დროის მიმღეობის ფორმით იხმარებიან და გადმოსცემენ მეტისმეტობას, გადაჭარბებულობას: bepilgrimed მწირებით / მომლოცველებით სავსე / გაჭედილი; bediamonded ბრილიანტებით ასხმული;
2) აღნიშნავენ გარშემორტყმას / დაფარვას (რაიმეთი): becloud ღრუბლებით დაფარვა; bedew დანამვა, დაცვარვა;
3) : befriend მეგობრულად მოპყრობა; დამეგობრება; beguile მოტყუება;
2. ზმნებს გამაძლიერებელი მნიშვნელობით სხვა ზმნების ფუძეთაგან: becompliment ქათინაურებით ავსება;
II გვხვდება
1. ნასახელარ გარდამავალ ზმნებში, რომლებიც აღნიშნავენ 1) ამა თუ იმ მდგომარეობაში ან თვისებრიობაში გადასვლას: becalm დამშვიდება, დაწყნარება; bedim დაბნელება; დაბინდვა;
2) რისამე წოდებას / დარქმევას (ხშ. დამცრ.) : beblockhead რეგვენის წოდება;
2. გარდაუვალი ზმნების ფუძეთაგან ნაწარმოებ გარდამავალ ზმნებში: bemoan დატირება; bestride ცხენზე (და)ჯდომა;
3. ზმნებში, რომლებიც აღნიშნავენ: ირგვლივ, ყოველი მხრიდან, ყველა მიმართულებით: beset გარშემორტყმა, ალყის შემორტყმა, ალყაში მოქცევა.