1. 1) ბარიერი, ზღუდე; მოაჯირი; show your ticket at the barrier of the railway station ბილეთი წარმოადგინეთ რკინიგზის სადგურის საკონტროლო ბარიერთან; the police formed a barrier around the building პოლიციამ კორდონი მოაწყო შენობის ირგვლივ;
2) საგუშაგო, შლაგბაუმი; the watchman drew up the barrier and let the car pass გუშაგმა ასწია შლაგბაუმი და მანქანა გაატარა; custom duty was collected at the barrier საგუშაგოსთან ბაჟს ახდევინებდნენ;
3) სპეც. ბარიერი; sonic [energy, heat, nuclear] barrier ბგერითი [ენერგეტიკული, სითბური, ბირთვული] ბარიერი;
2. 1) სპორტ. თარჯი, ბარიერი;
2) სამხ. ღობურა; ხლართი; დაბრკოლება;
3) გადატ. დაბრკოლება; შეფერხება; trade barriers სავაჭრო შეზღუდვები; შეზღუდვები, რომლებიც აფერხებენ ვაჭრობის განვითარებას; poor health may be a barrier to education სუსტმა ჯანმრთელობამ შეიძლება ხელი შეუშალოს განათლების მიღებას; the colour of one's skin should be no barrier to success in life კანის ფერი ხელს არ უნდა უშლიდეს ადამიანის წინსვლას / წარმატებას ცხოვრებაში; to overcome the language barrier ენობრივი ბარიერის დაძლევა;
4) გადატ. ბარიერი; კედელი; national [racial] barrier ნაციონალური [რასობრივი] ბარიერი; the barriers of class or caste კლასობრივი ან კასტური ბარიერები;
3. ბუნებრივი საზღვარი / გამყოფი; ბუნებრივი დაბრკოლება; the Sahara Desert is a natural barrier that separates North and Central Africa საჰარის უდაბნო ჩრდილო და ცენტრალური აფრიკის ბუნებრივი გამყოფია; the mountains formed a natural barrier against the cold winds მთები ბუნებრივ დაბრკოლებას უქმნიდნენ ცივ ქარებს;
4. ისტ. 1) სასაზღვრო ციხესიმაგრე; ფორტი;
2) pl ბარიერი (რაინდთა ტურნირზე);
5. სპეც. კონტინენტიდან მოწყვეტილი ყინულის ფლატე; ყინულის ბარიერი; ice barrier ყინულის ნაწიბური; ყინულის ბარიერი;
6. სამთ. ზღუდარი; მთელანი;
⌇ barrier beach სანაპირო მიწაყრილი / მეჩეჩი / ბარი; barrier light გადამღობი პროჟექტორი; barrier works დაცვითი ნაგებობა, რომელიც იცავს ვიწრო გასასვლელს (დეფილეს) და ა.შ.; barrier zone სამხ. დაბრკოლების ხაზი.