1. სავაჭრო გარიგება; მორიგება, შეთანხმება; good bargain ხელსაყრელი გარიგება; bad / hard, losing / bargain არახელსაყრელი გარიგება; a bargain and sale იურ. მიწის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე შეთანხმება; to make a bargain მორიგება; შეთანხმება; she made a bargain with the porter [the cabman, the boatman] ის მოურიგდა მებარგულს [ტაქსის მძღოლს, მენავეს]; to close / to conclude, to settle / a bargain with smb. ვინმესთან გარიგება (გაურიგდება); to strike a bargain ა) გარიგება; შეთანხმება; ბ) რისამე იაფად ყიდვა; ხელსაყრელი გარიგება; to drive a hard bargain მაღალი ფასის მოთხოვნა, ვაჭრობა (ევაჭრება); to beat a bargain მოძვ. ვაჭრობა; to bind the bargain ბეს მიცემა, დაბევება; to be off (with) one's bargain შეთანხმების გაუქმება; მოვალეობის მოხსნა; to have the best of a bargain ʘ დიდი სარგებლობა, ხეირი ნახა; დიდი მოგება ჰქონდა; I hope you will stand by your bargain იმედი მაქვს, დაპირებას შეასრულებთ; that's a bargain! შევთანხმდით!
2. იაფად ნაყიდი ნივთი; to buy at a bargain იაფად ყიდვა; he had it at a bargain მან ეს იაფად იყიდა; I picked up a bargain accidentally ეს ნივთი შემთხვევით იაფად ვიყიდე; it is a bargain at this price ეს ძალიან იაფია / თითქმის მუქთაა; the counter was displaying bargains დახლზე ფასდაკლებული საქონელი იდო; their maid is a real bargain მათი მოახლე ნამდვილი განძია;
⌇ bargain sale საქონლის ფასდაკლებით გაყიდვა (მაღაზიაში); bargain hunter მყიდველი ქალი, რომელიც ფასდაკლებულ საქონელს ეძებს მაღაზიებში; bargain counter დახლი, სადაც დაკლებულ ფასად იყიდება საქონელი; bargain basement ფასდაკლებული საქონლის განყოფილება უნივერმაღში (ხშ. სარდაფში);
◇ wet / Dutch / bargain 1) უთანასწორო გარიგება; შეთანხმება, რომელიც მხოლოდ ერთი მხარისთვის არის ხელსაყრელი;
2) გარიგების / შეთანხმების "დასველება", გარიგების / შეთანხმების დალევით აღნიშვნა; no bargain სლ. ≅ დიდი ვერაფერიშვილია (ითქმის ულამაზო ქალიშვილის ან შეუხედავი ახალგაზრდა კაცის შესახებ); a bargain is a bargain პირობა – პირობაა, სიტყვა – სიტყვაა; to make the best of a bad bargain ≅ ბედუკუღმართობის დაძლევა ან გაძლება; ჭირსა შიგან გამაგრება; into the bargain ა) სართად, იმავე ფასად; I bought a car and got two spare wheels into the bargain მანქანა ვიყიდე და სართად ორი სათადარიგო თვალი მივიღე; ბ) არა მარტო, არა მხოლოდ; ამასთანავე, ამასთან ერთად; he saved the lady from drowning and married her into the bargain მან არა მხოლოდ გადაარჩინა ქალი დახრჩობას, არამედ ცოლადაც მოიყვანა.