1. 1) ურდულის დადება (˂და˃ადებს), ურდულის გაყრა; to lock and bar the door კარის გასაღებით ჩაკეტვა და ურდულის დადება;
2) ფანჯრებზე გისოსების გაკეთება (˂გა˃უკეთებს); რკინის ნაჭრებით / ფირფიტებით ა(მო)ჭედვა;
2. 1) დახურვა (˂და˃ხურავს); გზის გადაღობვა / ბლოკირება; დაბრკოლების შექმნა; the exits were barred ყველა გასასვლელი გადაკეტილი იყო; a fallen tree is barring the way წაქცეული ხე გზას ხერგავს; soldiers barred the way ჯარისკაცებმა გზა გადაგვიღობეს;
2) გადატ. შეფერხება (˂შე˃აფერხებს), შეკავება; შეჩერება; to bar progress [national liberation, economic development] პროგრესის [ეროვნული განთავისუფლების, ეკონომიკური განვითარების] შეფერხება; what is barring our advance? რა უშლის ხელს ჩვენს წინსვლას? she barred his insinuations with a witty remark გონებამახვილური შენიშვნით მისი გამოხდომები გააბათილა / მოიგერია; what bars you from coming to the theatre with us? რა გიშლის ხელს, ჩვენთან ერთად თეატრში რომ წამოხვიდე? they barred the possibility of his ever returning მისი დაბრუნების ყოველგვარი შესაძლებლობა გამორიცხეს;
3) აკრძალვა (აკრძალავს); to bar from fishing თევზის ჭერის აკრძალვა; to bar all claims completely and finally დიპლ. ყველა პრეტენზიის მთლიანად და საბოლოოდ გამორიცხვა;
3. საუბ. სიძულვილი (სძულს); ʘ არ უყვარს, ვერ იტანს; what I bar is a man who talks about what he does not know ვერ ვიტან ისეთ ადამიანს, იმაზე რომ ლაპარაკობს, რაც არ იცის;
4. ზოლებით აჭრელება (ააჭრელებს); crimson barred ალისფერზოლებიანი;
5. 1) იურ. გაუქმება (˂გა˃აუქმებს), ანულირება;
2) სპეც. რისამე არჩათვლა (არ ˂ჩა˃ითვლება); his move with the pawn has been barred მისი სვლა პაიკით არ ჩაითვალა; to bar the dice კამათლების არევა (თამაშის გასაბათილებლად);
▭ to bar from 1) (ვისიმე) რაიმესგან შეკავება (˂შე˃აკავებს); to bar smb. from undesirable actions ვისიმე შეკავება არასასურველი მოქმედებისაგან;
2) გამორიცხვა (˂გამო˃რიცხავს), მოხსნა; he was barred from the contest ის შეჯიბრზე არ დაუშვეს;
to bar in (ვისიმე) სადმე ჩაკეტვა (˂ჩა˃კეტავს), არგამოშვება; the bears were barred in their den მონად. დათვები ბუნაგში მოამწყვდიეს;
to bar out 1) ვინმეს შინ არშეშვება (არ ˂შე˃უშვებს), ვინმესთვის კარის ურდულით გადაკეტვა; Jack's father barred him out მამამ ჯეკს კარი გადაუკეტა და შინ არ შეუშვა;
2) ორგანიზაციაში და ა.შ. არდაშვება (არ ˂და˃უშვებს), არმიღება; to bar out undesirable persons არასასურველ პირთა არდაშვება;
3) : to bar out the masters სკოლ. მასწავლებლებისათვის ობსტრუქციის მოწყობა (˂მო˃აწყობს, ˂მო˃უწყობს); მასწავლებლების კლასში არ შეშვება;
to bar up 1) ურდულით დაკეტვა (˂და˃კეტავს);
2) რკინის ნაჭრებით, ფიცრებით და ა.შ. ა(მო)ჭედვა (ა˂მო˃ჭედავს).