(worse, worst)
1. 1) ცუდი; საძაგელი; bad action [handwriting, novel, reputation, habit, visibility, food, housing] ცუდი საქციელი [ხელწერა, რომანი, სახელი, ჩვევა, ხილვადობა, საჭმელი, საცხოვრებელი პირობები]; bad luck მარცხი, წარუმატებლობა, უიღბლობა; bad news ცუდი ამბავი, ცუდი ცნობა; bad weather ცუდი / საძაგელი ამინდი; bad man ა) ცუდი / გაფუჭებული ადამიანი; ბ) ამერ. ავაზაკი, ბანდიტი; bad taste ცუდი გემოვნება, უგემოვნობა, ულაზათობა [იხ. აგრ. 5]; the remark was in bad taste ძალზე უადგილო / უტაქტო / შენიშვნა იყო; the result of bad management უხეირო მართვის შედეგი; bad conduct discharge სამხ. უღირსი საქციელისათვის არმიიდან დათხოვნა; to feel bad თავის უხერხულად გრძნობა [შდრ. აგრ. 3 2) და ◇]; he is a bad correspondent მას წერილებზე პასუხის გაცემა არ უყვარს; the light is bad ცუდი განათებაა; bad land იხ. badlands; the machine was in bad condition მანქანა გაუმართავი / დაზიანებული იყო; he is in bad shape ა) საუბ. ცუდ მდგომარეობაშია; ბ) სპორტ. ცუდ ფორმაშია; Johnnie has been a bad boy today ჯონი დღეს ცუდად იქცეოდა; to look bad ʘ ცუდად / შეუძლოდ გამოიყურება; to be in a bad temper ცუდ გუნებაზე ყოფნა; ʘ გაღიზიანებულია;
2) : not bad უპირატ. საუბ. არა უშავს რა, არცთუ ისე ცუდი; საკმაოდ კარგი; not a bad fellow ცუდი ბიჭი არაა; he is not a bad player ცუდად არ თამაშობს; not a bad idea ცუდი აზრი არაა; ≅ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო; not half (so) bad არც ისე ცუდი; კარგი;
2. 1) უზნეო, ზნედაცემული, გარყვნილი; bad woman გარყვნილი ქალი;
2) უშვერი, უხამსი, უწმაწური; bad word უწმაწური სიტყვა;
3. 1) გაფუჭებული, წახდენილი, დამპალი; bad fish აყროლებული თევზი; bad water ცუდი / სასმელად უვარგისი წყალი; to go bad დალპობა, გახრწნა; fish soon goes bad in hot weather ცხელ ამინდში თევზი მალე ფუჭდება;
2) მტკივნეული, მტკივანი, დაზიანებული; bad tooth მტკივანი / დაჩირქებული კბილი; bad leg ა) დაზიანებული ფეხი; ბ) ჩირქგროვა ფეხზე; he feels bad თავს ცუდად გრძნობს, უქეიფოდაა [შდრ. აგრ. 1 1) და ◇]; he is in bad health ავადმყოფობს, ავადაა, ჯანმრთელობას უჩივის; it is so bad with him ის მძიმედ არის ავად;
4. არაგულწრფელი; უპატიოსნო, უნამუსო; to act in bad faith უნამუსოდ მოქცევა; აშკარად მოტყუება;
5. არასასიამოვნო; a bad smell არასასიამოვნო სუნი; a bad taste არასასიამოვნო გემო (პირში) [იხ. აგრ. 1 1)];
6. (ხშ. for) არახელსაყრელი; შეუფერებელი; მავნე; bad environment შეუფერებელი / ცუდი გარემო; bad food for the young ბავშვებისათვის მაწყინარი საჭმელი; the weather is bad for tennis ცუდი ამინდია ჩოგბურთის სათამაშოდ; smoking [tension] is bad for you მოწევა [დაძაბულობა] მავნეა თქვენთვის; small print is bad for the eyes წვრილი შრიფტი თვალებს აფუჭებს;
7. ყალბი; გაუქმებული; ძალადაკარგული; bad coin ყალბი ფული; bad passport ა) ყალბი პასპორტი; ბ) ძალადაკარგული / ვადაგასული პასპორტი; bad will ანდერძი, რომელსაც კანონიერი ძალა არა აქვს;
8. მცდარი, არასწორი, არაზუსტი; bad spelling ცუდი მართლწერა; bad grammar ა) გრამატიკული შეცდომა; ბ) უწიგნური კაცის მეტყველება; bad shot აცდენა, დაცილება; რისამე ვერგამოცნობა, მიუხვედრელობა; ≅ საიდან სადაო! bad pronunciation ცუდი / არასწორი წარმოთქმა; bad answer მცდარი პასუხი; to speak bad French ჩიქორთული ფრანგულით ლაპარაკი; bad laws უსამართლო კანონები; to see smth. in a bad light რისამე ცუდი თვალით დანახვა; to put a bad construction on smth. არასწორი თვალსაზრისის ქონა (რაიმეზე); რისამე ცუდი მხრიდან დანახვა ან მცდარად გამოსახვა;
9. უხეირო; ფუჭი; bad try ფუჭი ცდა; bad crop მოუსავლიანობა; bad picture კინ. ფოტოგრაფიული წუნი; bad bet წაგებული ნიძლავი;
10. (at) უგერგილო, უუნარო; დაუხელოვნებელი, უცოდინარი, უვიცი; უნიჭო; ≅ არ ეხერხება; he is bad at figures არითმეტიკა არ ეხერხება; he is bad at tennis ჩოგბურთს ცუდად თამაშობს;
11. საუბ. ძლიერი; დიდი; მწვავე; ინტენსიური; a bad cold ძლიერი სურდო; ძლიერი გაცივება; bad pain მწვავე ტკივილი; bad mistake უხეში შეცდომა; bad blunder მიუტევებელი შეცდომა / მარცხი; bad crime მძიმე დანაშაული; he had a bad fall დავარდა და მძიმედ დაშავდა; a bad wind ძლიერი ქარი; a bad temperature მაღალი სიცხე; a bad accident საშინელი ავარია;
12. ბოროტი; ავი; ავბედითი; ავის მომასწავებელი; the bad fairy ბოროტი ფერია; bad omen ავის მომასწავებელი ნიშანი; to give smb. a bad look ვინმესთვის ბოროტად შეხედვა;
13. (the) არსებ. მნიშვნ. 1) ფინ. დეფიციტი; ვალი; £500 to the bad 500 გირვანქა სტერლინგის დეფიციტი / ვალი;
2) კრებ. ცუდი ადამიანები;
3) უბედურება, გასაჭირი; წარუმატებლობა;
◇ bad character / egg, hat, lot, penny, sort / ა) არამზადა / საზიზღარი ადამიანი; ბ) ფუქსავატი / არაფრის მაქნისი / უწესო / უზნეო ადამიანი; bad disease ცუდი ავადმყოფობა (სიფილისი, ათაშანგი); bad case ა) მძიმე შემთხვევა; ბ) მძიმე ავადმყოფი; გ) (of) რისამე ცუდი გამოვლენა; bad form უზრდელობა, უხეშობა, ცუდი მანერები; bad blood მტრობა, მოსისხლეობა, შუღლი; ჩხუბი; ანტაგონიზმი; to make bad blood between persons ერთიმეორესთან წაჩხუბება, ერთიმეორესთან წაკიდება; ადამიანებს შორის შუღლის ჩამოგდება; with a bad grace უხალისოდ; უგულოდ, არათავაზიანად; to keep bad hours არასწორი ცხოვრებით ცხოვრება; გვიან დაწოლა და გვიან ადგომა; too bad საუბ. ძალიან სამწუხაროა, დასანანია; it's too bad! რა სამწუხაროა! to be in a bad way მძიმე მდგომარეობაში ყოფნა (ფიზიკურად, მორალურად და ა.შ.); he is in a bad way ა) იგი ძალზე ცუდადაა; მძიმედ ავადაა; ბ) ცუდ დღეშია; მისი საქმე ცუდადაა; to feel bad about smth. წუხილი; სინდისის ქენჯნის გრძნობა, სინანული (ჩადენილის გამო და ა.შ.) [შდრ. აგრ. 1 1) და 3 2)]; to have a bad time doing smth. რისამე დიდი გაჭირვებით გაკეთება; to give smth. up as a bad job უიმედო ან განწირულ საქმეზე ხელის აღება; to be taken bad, to have it bad ა) მძიმედ ავად გახდომა; ბ) რითიმე ძლიერ გატაცება; გ) რისამე ძლიერ განცდა; to turn up like a bad penny მეპატრონესთან დაბრუნება მისი სურვილის წინააღმდეგ, კვლავ გამოჩენა, დაბრუნება ვისიმე სურვილის საწინააღმდეგოდ; ≅ ძველი ხურჯინივით გადაკიდება; he is in bad ა) გაჭირვებაშია; ბ) ათვალწუნებულია, ავი თვალით უყურებენ; to take the bad with the good ბედის უკუღმართობის ვაჟკაცურად ატანა; from bad to worse სულ უფრო და უფრო ცუდად; ≅ ვაის გავეყარე, უის შევეყარეო; to go to the bad ა) სწორ გზას აცდენა; დაცემა; ბ) დაკარგვა; გაუჩინარება, გაქრობა; I am with you for bad or worse შენთან ერთად ყველა გასაჭირს ავიტან; to exchange the bad for better საქმის გამოსწორება; bad is the best კარგი არაფერია მოსალოდნელი, კარგი პირი არ უჩანს; he is in smb.'s bad booksვინმეს ათვალწუნებული ჰყავს, ავი თვალით უყურებს; I am in his bad books ათვალწუნებული ვყავარ.