1. 1) ზურგი; broad back ფართო / განიერი მხარ-ბეჭი; to carry smth. on one's back რისამე ზურგით ტარება / ზიდვა; to lie on one's back ზურგზე წოლა; to fall on one's back გულაღმა დაცემა; to be on one's back ლოგინში წოლა (ავადმყოფობის დროს); to stab in the back ა) ზურგში ლახვრის ჩაცემა; განსაკ. ზურგს უკან ვისიმე გაკილვა / გაჭორვა / ცილის დაწამება; ბ) გაცემა, ღალატი; to pat on the back ა) ვისიმე წახალისება; ბ) ვისიმე მფარველობა; he has a broad back ყველაფერს იტანს; ვერ გატეხ; to be put on one's back ბეჭებზე გაკვრა;
2) ზურგი (ცხოველისა);
2. 1) ხერხემალი; he has broken his back ხერხემლის მოტეხილობა აქვს;
2) წელი; a pain in the back წელის ტკივილი;
3. 1) რისამე უკანა / ზურგის ნაწილი; the back of the head კეფა; the back of the hand ხელის ზურგი; the back of the foot ანატ. ტერფის ძირი, ტერფძირი; the back of the chair სკამის ზურგი; the back of the book წიგნის ყუა; the back of the rudder ზღვ. საჭის ზურგი; the back of the knife დანის ყუა (ბლაგვი მხარე); at the back უკნიდან [შდრ. აგრ. 4 და ◇]; the garden at the back of the house ბაღი სახლის უკან; a room in the back of the house უკანა ოთახი;
2) ტექ. საჭრისის უკანა წახნაგი; ინსტრუმენტის ყუა, კეფა; back of an arch მშენ. თაღის გარეთა ზედაპირი;
4. რისამე უკანა / უფრო დაშორებული ნაწილი, ძირი, სიღრმე; არსი; უკანა პლანი; the money was in the back of the drawer ფული უჯრის სიღრმეში იდო; at the back of one's mind გულის სიღრმეში; ქვეცნობიერად [
შდრ. აგრ. 3 1)
და ◇]; we must get to the back of this უნდა ჩავწვდეთ საქმის არსს;
5. უკანა მხარე, უკანა გვერდი; უკუღმა პირი; the back of the cloth [rug] ნაჭრის [ფარდაგის] უკუღმა პირი; see on the back იხილე უკანა გვერდზე; to sign on the back ხელის მოწერა ჩეკის / ანგარიშის უკანა გვერდზე;
6. თხემი (მთისა); ქოჩორი (ტალღისა);
7. სპორტ. მცველი;
8. ზღვ. კილი, კილსონი;
9. სამთ. ფენის კიდული გვერდი; სანგრევის ბურული; ჭერი; გვირაბის ჭერი;
⌇ back wool ზურგის მატყლი (ცხვრისა);
◇ back to back ა) ერთმანეთთან ზურგით / ზურგშექცევით ან ზურგების შეხებით; ბ) მჭიდროდ, მიჯრით, ერთიმეორის / ერთმანეთის მიყოლებით; back to front უკუღმა, უკანა მხრიდან; he wears a sweater on back to front ʘ სვიტრი უკუღმა აცვია; to wear one's baseball cap back to front ʘ ბეისბოლის კეპი უკუღმა / შებრუნებულად ახურავს; back and belly ტანსაცმელი და საჭმელ-სასმელი; back and edge მოძვ. ა) მთლიანად; ბ) მთელი ძალ-ღონით; you give me a pain in the back ≅ საშინლად მომაბეზრე თავი; behind smb.'s back ვისიმე ზურგს უკან; to stand behind smb.'s back, to be at the back of smb. ვინმესთვის ზურგის გამაგრება / მხარის დაჭერა / მხარში ამოდგომა, ვისიმე დაცვა; to be at the back of smth. ა) ʘ რისამე მოთავეა / ამტეხია / დამწყებია; რისამე მიზეზია; there is something at the back of it ამის უკან რაღაც იმალება; ბ) რაიმესთვის მხარის დაჭერა, რისამე დაცვა / მხარდაჭერა; to turn one's back უკან დახევა, გაქცევა, გაქუსვლა; ზურგის ჩვენება; to turn one's back on / upon / ა) ვინმესთვის ზურგის შექცევა; ვისიმე მიტოვება; ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტა; ბ) რაიმეზე უარის თქმა, ხელის აღება; he turned his back on his career თავის კარიერაზე უარი თქვა; to get / to put, იშვ. to set / smb.'s / one's / back up ა) ვინმეზე გაბრაზება / გაჯავრება / გულის მოსვლა; ბ) ვინმეს გაბრაზება / გაჯავრება / გაგულისება; to see smb.'s back ვინმესგან თავის დაღწევა / თავის დახსნა; with one's back to the wall ≅ ჩიხში მომწყვდეული, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი; to put one's back into one's work ბეჯითად / ენერგიულად / ენთუზიაზმით მუშაობა; she puts all she earns on her back რასაც შოულობს, ყველაფერს ჩაცმაზე ხარჯავს; he has them on his back მათი რჩენა / მოვლა-პატრონობა მას აწევს კისერზე; to get off smb.'s back საუბ. ვინმესთვის თავის დანებება; ვინმეს თავიდან მოცილება, ჩამოშორება; get off my back! თავი დამანებე! მომცილდი! to bow one's back ვინმეს წინაშე ქედის მოხრა, ფეხქვეშ გაგება, მლიქვნელობა; at the back of beyond ხუმრ. ≅ ცხრა მთას იქით [შდრ. აგრ. 3 1) და 4]; scratch my back and I'll scratch yours ≅ ხელი ხელს ბანს; to be on smb.'s back ვინმეს ჩაციება / გადაკიდება / აკიდება; ვინმესთვის სიცოცხლის გამწარება; to be (flat / thrown /) on one's back უიმედო მდგომარეობაში ყოფნა.