1. სივრცითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) რაიმე საგანთან ახლოს / მახლობლად ყოფნას -თან, ახლოს, მახლობლად, გვერდით; at the door [the window, the sea] კარებთან [ფანჯარასთან, ზღვასთან]; at the foot of the mountain მთის ძირას;
2) რაიმე ადგილზე ყოფნას / მდებარეობას -თან, -ზე, -ში; at my auntʹs დეიდაჩემთან, დეიდაჩემის სახლში; at the factory ფაბრიკაში; at the station სადგურზე; at the pole პოლუსზე, პოლუსთან; at 10 Brattle Street ბრეტლ სტრიტის ათ ნომერში; at the centre ცენტრში; at the zenith ზენიტში; at the table მაგიდასთან;
3) ყოფნას / მდებარეობას განსაზღვრულ გეოგრაფიულ პუნქტში -ში, -ზე; at Liverpool ლივერპულში; at St. Helena წმ. ელენეს კუნძულზე;
4) დანიშნულების ადგილზე მისვლას / მიღწევას -თან, -ზე, -ში; to land at a certain place გემიდან რაიმე ადგილზე გადმოსვლა; მიწაზე დაფრენა, სადმე დაჯდომა; to arrive at oneʹs destination დანიშნულების ადგილას მისვლა; to arrive at Manchester მანჩესტერში ჩასვლა;
5) შეღწევას / შესვლას კარიდან, ჭიშკრიდან და ა.შ.: to come at the front door მთავარი სადარბაზო შესასვლელიდან შესვლა;
2. დროითი მნიშვნელობით აღნიშნავს 1) დროის განსაზღვრულ მომენტს ან პერიოდს -ზე, -ში, დროს, -ით (გადმოიცემა აგრ. ზმნიზედებით); at two oʹclock ორ საათზე; at dusk შებინდებისას, მწუხრის დროს; at dawn გარიჟრაჟზე; at noon შუადღეს, შუადღისას; at midnight შუაღამისას; at night ღამით; at an appointed [set] date დანიშნულ / განსაზღვრულ [დადგენილ] დროს; at the time ამ / იმ დროს; at the moment მოცემულ მომენტში; at present ამჟამად; at oneʹs arrival მოსვლისთანავე; at parting განშორებისას, განშორების დროს / ჟამს; at the beginning of the twentieth century მეოცე საუკუნის დასაწყისში;
2) ასაკს -ში; at an early age ადრეულ ასაკში; at the age of 80, at 80 years of age ოთხმოცი წლის ასაკში;
3. აღნიშნავს საქმიანობას ან პროცესს, რომელიც ხშ. უკავშირდება გარკვეულ ადგილას ყოფნას: at school სკოლაში; at court სასამართლოში; at Oxford ოქსფორდში (უნივერსიტეტში); at the lathe დაზგასთან; at the wheel საჭესთან, საჭევართან; at the piano როიალთან; at the concert კონცერტზე; at the theatre თეატრში; at the meeting კრებაზე; at the lessons გაკვეთილებზე; at dinner [supper] სადილის დროს, სადილობისას [ვახშმის დროს];
4. მიუთითებს მდგომარეობას -ში, -ზე (
გადმოიცემა აგრ. ზმნიზედებით); at peace მშვიდობიანობის დროს, სიმშვიდეში, თანხმობაში; at war ომიანობის დროს, საომარ მდგომარეობაში; at rest ა) მოსვენებისას, მყუდროებაში, სიწყნარეში; ბ) უმოძრაოდ, უძრავი, გაუნძრეველი; გ) მკვდარი; at leisure თავისუფალ დროს, მოცლილობის დროს / ჟამს; at work მუშაობისას, მუშაობაში; at ease თავისუფლად, ბუნებრივად, ძალადაუტანებლად [
იხ. აგრ. 11];
5. მიუთითებს მოქმედების მიმართულებას -ზე, -ში, -თვის, -კენ; to point at smb., at smth. ვინმეზე, რაიმეზე მითითება; to look [to stare, to gaze] at smb., at smth. ვინმეს, რაიმეს ყურება [ცქერა / მზერა, ვინმეზე, რაიმეზე მიშტერება]; to throw smth. at smb. ვინმესთვის რაიმეს სროლა; to aim at smth. რაიმესკენ სწრაფვა; to laugh at smb., at smth. ვინმეს, რაიმეს დაცინვა; to catch / to clutch / at smth. რაიმეზე მოჭიდება, რაიმეს ჩაჭიდება;
6. მიუთითებს მოქმედების სახეობას -ში, -ით (გადმოიცემა აგრ. ზმნიზედებით); at a flash ერთ წამში, მყის; at intervals შუალედებით, შესვენებებით, დროდადრო; at a run სირბილით; at a footʹs pace ნაბიჯით; at one blow ერთბაშად, ერთიანად; at a stretch ზედიზედ; მიყოლებით, შეუსვენებლად;
7. აღნიშნავს 1) მიზეზს -ზე; at the sound of her voice he started მისი ხმის გაგონებაზე / მის ხმაზე ის შეკრთა; at the sign ნიშანზე; at smb.ʹs request ვინმეს თხოვნით; to be angry at smth. რაიმეზე გაბრაზება; to be surprised at smth. რაიმეზე გაოცება / გაკვირვება; he was pleased at hearing the news ახალი ამბის გაგებამ გაახარა, ახალი ამბით გაიხარა;
2) ინფორმაციის, ცნობების და ა.შ. წყაროს -დან, -გან; to get information at the source / at the fountainhead / ცნობების მიღება პირველწყაროდან;
8. მიუთითებს 1) რაოდენობას, ზომას, ფასს მიხედვით, -ზე, -თ; at 90⁰ Fahrenheit 90⁰ ფარენჰაიტის მიხედვით; at an altitude of 1000 feet ათასი ფუტის სიმაღლეზე; at par ნომინალური ფასით, ნომინალის / პარიტეტის მიხედვით; at 2 pounds a kilo კილოგრამი ორი გირვანქა სტერლინგის ღირებულებით; at a speed of 100 km ასი კმ სიჩქარით;
2) მანძილს -ზე; at armʹs length ა) იქვე, ახლოს; ბ) საკმაოდ შორს, მოშორებით, საკმაოდ დიდ მანძილზე; to keep smb. at armʹs length ʘ ახლოს არ უშვებს, თავს მისგან შორს იჭერს; at a distance შორს;
9. მიუთითებს 1) საქმიანობის საგანს / სფეროს -ზე; to work / to toil, to labour / at smth. რაიმეზე მუშაობა, რაიმეს კეთება; to play at smth. რაიმეს თამაში; what are you at? საუბ. რით ხართ დაკავებული? რა საქმიანობას ეწევით? რას მოღვაწეობთ? რას აკეთებთ?
2) უნარის გამოვლენის სფეროს მიმართ, -ში; good at languages ენების მიმართ ნიჭიერი; clever at mathematics ნიჭიერი მათემატიკაში; he is quick at understanding ის საზრიანია, მიმხვედრია, მიხვედრილია;
10. = at sign;
11. შესიტყვებებში: at first ჯერ, თავიდან, პირველად, უწინ; at last ბოლოს; at (the) most სულ დიდი; at length ა) ბოლოს და ბოლოს; ბ) დაწვრილებით, ვრცლად; at once ა) უცბად, ერთბაშად, მაშინვე, ერთდროულად; ბ) უცებ, უეცრად; at that ა) ამასთანავე, თანაც; he lost his umbrella and a new one at that მან ქოლგა დაკარგა, და თანაც ახალი; ბ) ამით; let it go at that მოდი ამით დავასრულოთ; გ) ასეც კი; at that, you can make good profit ასეც კი / ამ პირობებშიც კი თქვენ შეგიძლიათ დიდი მოგება ნახოთ; at attention სამხ. სმენაზე; at ease! სამხ. თავისუფლად! [იხ. აგრ. 4]; to arrive at a conclusion რაიმე დასკვნის გამოტანა; to arrive at a decision რაიმე გადაწყვეტილებამდე მისვლა; სხვა შესიტყვებები იხ. შესაბამისი სიტყვების სიტყვა-სტატიებში.