1. (ხშ. just as) დროის გარემოებით დამოკიდებულ წინადადებებსა და კონსტრუქციებში როდესაც, მაშინ როცა, -თანავე; as I was coming here I lost my key როდესაც აქეთ მოვდიოდი, გასაღები დავკარგე; (just) as he finished his speech სიტყვის დამთავრებისთანავე; she sang as she worked მუშაობისას ის მღეროდა; he was often ill as a child ბავშვობაში ის ხშირად ავადმყოფობდა; as he walked on he grew more and more tired სიარულში ის უფრო და უფრო იღლებოდა;
2. 1) (მიზეზის დამოკიდებულ წინადადებებში) რამდენადაც, რადგანაც, ვინაიდან; as I am here Iʹd better stay რადგანაც აქ ვარ, სჯობს დავრჩე; I shall not translate, as you know English ვინაიდან თქვენ იცით ინგლისური, არ გადავთარგმნი; covered with dust as he was, he didnʹt want to come in რადგანაც მტვრიანი იყო, არ უნდოდა შემოსვლა;
2) (ვითარების გარემოების დამოკიდებულ წინადადებებში) როგორც; he will do as he likes თავის ნებაზე მოიქცევა; they rose as one როგორც ერთი, ისე წამოდგნენ ყველანი;
3) (დათმობის დამოკიდებულ წინადადებებში) როგორც ... არ, რაც, თუმცა; tired as they were they continued their way თუმცა ძალიან დაღლილები იყვნენ, მაინც განაგრძეს გზა; strange as it may seem როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ; try as they would როგორც უნდა ეცადათ;
3. შემოჰყავს შედარების გარემოებითი კონსტრუქციები როგორც (გადმოიცემა აგრ. მოქმედებითი ბრუნვით); white as snow თოვლივით თეთრი [იხ. აგრ. as ... as];
4. შემოჰყავს პრედიკატივი და წინადადების სხვა წევრები როგორც (
გადმოიცემა აგრ. ვითარებითი ბრუნვით); to work as teacher [as judge] მასწავლებლად [მოსამართლედ] მუშაობა; he introduced her as his sister მან იგი გაგვაცნო, როგორც თავისი და; he appeared as King Lear ის წარდგა მეფე ლირის როლში; it is regarded as an accident ეს მიჩნეულია უბედურ შემთხვევად; as a very old friend of your fatherʹs როგორც მამათქვენის ძველი მეგობარი; he meant it as a joke მან ეს თქვა (გააკეთა) ხუმრობით;
5. (so-სთან ერთად) შემოჰყავს 1) მიზნისა და შედეგის ინფინიტივი რათა, რომ; he is not so foolish as to do that არც ისეთი სულელია, რომ ეს გააკეთოს; be so good as to send it to me ქენით სიკეთე და ეს გამომიგზავნეთ;
2) არქ. შედეგის დამოკიდებული წინადადება რომ; the tidings are so uncertain as they require a great deal of examination ცნობები იმდენად არასანდოა, რომ საჭიროა მათი გულდასმით შემოწმება;
6. : as ... so როგორც ... ისე; as fire warms the body so does kindness warm the heart როგორც ცეცხლი ათბობს სხეულს, ისე სიკეთე – სულს; as you treat me, so will I treat you როგორც თქვენ მეპყრობით, ისე მოგეპყრობით მეც;
7. (იხმ. ჩართულ სიტყვებსა და წინადადებებში) როგორც; as is known როგორც ცნობილია; as seems better to you როგორც გირჩევნიათ; as is common / customary / როგორც მიღებულია; as it happens თურმე, ჩანს, ირკვევა, სხვათა შორის; as it happens he is a friend of mine სხვათა შორის, ის ჩემი მეგობარია; they were looking for a flat, as arranged როგორც შეთანხმებული იყო, ისინი ბინას ეძებდნენ;
8. არქ. თითქოს; as fate sought only me თითქოს ბედმა სწორედ მე ამომირჩია; as who should say თითქოს ამბობდა; he nodded his head as who should say such things will happen მან თავი დააქნია, თითქოს ამბობდა, ასეთი ამბები ხდებაო;
9. შესიტყვებებში: as it is სინამდვილეში, ისედაც; we hoped things would get better, but as it is they are getting worse ვიმედოვნებდით, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა, მაგრამ სინამდვილეში უარესდება; you have too many friends as it is თქვენ ისედაც ბევრი მეგობარი გყავთ; as it stands ცვლილებების გარეშე, უცვლელად, ასეთი სახით, ასე; as it stands it is good enough ასეთი სახით ეს საკმაოდ კარგია; as it were ა) რამენაირად, როგორმე, ასე თუ ისე, მაინც; he proved dishonest as it were ასეა თუ ისე, ის მაინც უპატიოსნო ადამიანი აღმოჩნდა; she has thought fit, as it were, to mock at him ასეა თუ ისე, მან ჩათვალა, რომ შეეძლო მისთვის დაეცინა; ბ) ასე ვთქვათ; as a fact, as a matter of fact სინამდვილეში; as a rule როგორც წესი; as a whole მთლიანობაში; as you were! სამხ. არ ვარგა! (კომანდა).