1. 1) მკლავი (მხრიდან მტევნამდე); right arm მარჯვენა მკლავი, მარჯვენა ხელი (აგრ. გადატ.); at armʹs length ახლოს, მისაწვდომად [იხ. აგრ. ◇]; to run / to rush, to fling, to fly / into smb.ʹs arms ვინმესთან გადახვევა; he was carrying a book under his arm მას წიგნი იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი;
2) ძლევამოსილება, ძალაუფლება, ძალა; secular arm საერო ძალაუფლება; the arm of the law კანონის ძალა;
2. ცხოველის წინა თათი;
3. სახელო (კაბისა);
4. 1) ზღვის ვიწრო ყურე;
2) მდინარის შტო / შენაკადი;
5. ხის დიდი ტოტი;
6. საიდაყვე, სამკლავური (სავარძლისა);
7. სპეც. 1) მხარი (ბერკეტისა; აგრ. lever arm); 
2) ბიოლ. მხარი (ქრომოსომისა); long arm, q arm ქრომოსომის გრძელი მხარი, q-მხარი; short arm, p arm ქრომოსომის მოკლე მხარი, p-მხარი; 
3) ბრჯენი, კრონშტაინი, კონსოლი; 
4) სახელური, ტარი; 
5) ზღვ. ნოკ-რეა; 
6) ავტ. მანა (თვლისა); 
7) მხარი, ხელი (რობოტიზებული ხელსაწყოს / მექანიზმის გრძელი მოძრავი ნაწილი); 
8) ავტ. ისარი (ამწისა); 
9) ზღვ. რქა (ღუზის ნაწილი თათსა და საყრდენს შორის); 
10) ფეხი (ფარგლისა); 
11) გზ. ფრთა (სემაფორისა); 
12) ტექ. მოსახვეტი თათი, ხვეტია;
8. ელექტრ. მოძრავი კონტაქტი, ცოცია;
9. ადმინისტრაციული განყოფილება (მსხვილი დაწესებულებისა); 
⌇ arm sling მედ. ხელის დასაკავებელი / დასაფიქსირებელი სახვევი, მიტელა; 
◇ infant in arms ძუძუთა ბავშვი; at armʹs length საკმაოდ შორს, საკმაოდ მოშორებით, საკმაოდ დიდ მანძილზე [იხ. აგრ. 1 1)]; to hold smb. at armʹs length ვინმესგან თავის შორს დაჭერა; in the arms of Morpheus მორფევსის მკლავებში, ძილში; to rescue smb. from the arms of death სიკვდილის ხელიდან ვისიმე გამოგლეჯა; to fold oneʹs arms გულხელდაკრეფით ჯდომა, უსაქმურობა; to receive / to welcome / smb. with open arms ვისიმე ძლიერ გულთბილად მიღება / ხელგაშლილი შეგებება; to throw oneself into smb.ʹs arms ვინმესთვის თანადგომის / დაცვის თხოვნა; stretch your arm no further than your sleeve will reach ანდ. ≅ ფეხი იქამდის გაჭიმე, სადამდისაც საბანი გაგწვდებაო.