1. 1) პასუხის გაცემა (გასცემს) / მიგება; to answer questions [letters] კითხვებზე [წერილებზე] პასუხის გაცემა; to answer a charge [a remark] ბრალდებაზე [შენიშვნაზე] პასუხის გაცემა; you didnʹt answer his questions მისი შეკითხვა თქვენ უპასუხოდ დატოვეთ; he didnʹt answer a word კრინტიც არ დაუძრავს საპასუხოდ; think carefully before answering კარგად დაფიქრდი, სანამ უპასუხებდე;
2) გამოხმაურება (გამოეხმაურება), რეაგირება; when I call you, you should answer at once როგორც კი დაგიძახებ, მაშინვე უნდა გამომეხმაურო; to answer instantly [readily, ironically, frankly, haughtily] პასუხის გაცემა მყისვე [ხალისით, ირონიულად, გულწრფელად, ქედმაღლურად]; to answer a call ა) დაძახებაზე / ძახილზე გამოხმიანება / გამოხმაურება; ბ) ტელეფონზე პასუხი, ტელეფონის ყურმილის აღება; I telephoned this morning, but nobody answered დილით დაგირეკე, მაგრამ არავინ მიპასუხა / ყურმილი არავინ აიღო; to answer the bell / the door / კარის გაღება (ზარზე, დაკაკუნებაზე); the dog answers to his name ძაღლი თავის სახელზე რეაგირებს; to answer blows with blows დარტყმაზე დარტყმითვე პასუხი; I answered his threat with a blow on his nose მუქარისთვის მოხვდა ჩემგან ცხვირ-პირში; it doesnʹt answer to a treatment მკურნალობას არ ექვემდებარება; this horse wonʹt answer the whip მათრახით ამ ცხენს ვერ დაიმორჩილებ;
2. რაიმესთან შესაბამისობა (შეესაბამება), შესატყვისობა; he answers to the description you gave ის თქვენს აღწერას შეესატყვისება; to answer hopes [expectations] იმედების [მოლოდინის] გამართლება;
3. კარგად ჩავლა (ჩაივლის); წარმატების ქონა; the plan [the experiment] has not answered გეგმამ [ექსპერიმენტმა] ვერ გაამართლა;
4. 1) შესრულება (
˂შე
˃ასრულებს); to answer orders [demands] ბრძანებების [მოთხოვნების] შესრულება; to answer obligations ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება; in teaching the young to think, any subject will answer ნებისმიერი საგანი გამოდგება, როდესაც ახალგაზრდას აზროვნებას ასწავლი; a sofa that was quite often made to answer for a bed დივანი, რომელსაც საკმაოდ ხშირად საწოლად იყენებდნენ;
2) რაიმეს დაკმაყოფილება (˂და˃აკმაყოფილებს); to answer claims საჩივრების დაკმაყოფილება; to answer debts ვალების გადახდა; our prayers were answered ჩვენი ლოცვანი შესმენილ იქნა;
5. თავდებობა (თავდებობს), თავდებად დადგომა; პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება; I canʹt answer for him მას თავდებად ვერ დავუდგები; to answer for smb.ʹs honesty ვისიმე პატიოსნებაზე თავის დადება; who will answer for it? ვინ აგებს ამაზე პასუხს?
▭ to answer back კადნიერად / თავხედურად შეპასუხება, სიტყვის უკმეხად შებრუნება.