მიუთითებს
1. 1) მდებარეობას საგნებს ან ადამიანებს შორის შუა, შუაში, შორის, შუაგულში; a village among the hills სოფელი გორებს შორის; a house among the trees ხეებში ჩაფლული სახლი; one among many ერთი მრავალთაგანი;
2) საგნის ან ადამიანის მოძრაობას სხვა საგნებს ან ადამიანებს შორის -ში; he passed among the crowd მან გააღწია ბრბოში; the explorers had to grope their way among the ruins მკვლევრებს მოუხდათ ხელის ცეცებით გზის გაკვლევა ნანგრევებში;
2. 1) საგნის ან პირის კავშირს სხვა საგნებთან ან პირებთან შორის, -თან, -დან, -გან; among guests were two actors სტუმრებს შორის ორი მსახიობი იყო; several among the audience heard it მაყურებლებიდან რამდენიმემ გაიგონა ეს; to be among friends მეგობრებს შორის ყოფნა; it is one example among many ეს მხოლოდ ერთი მაგალითია მრავალთაგან; he lived among scholars ის სწავლულთა შორის / სწავლულებთან ცხოვრობდა; he fell among thieves ის ქურდების წრეში მოხვდა;
2) უპირატესობას სხვა საგნებზე ან ადამიანებზე (ჩვეულ. იხმ. ზედსართავ სახელთან აღმატებით ხარისხში) შორის; wittiest among poets პოეტთაგან ყველაზე გონებამახვილი; fairest among women ქალთა შორის უმშვენიერესი; preeminent among the writers of his day თავისი დროის ყველაზე გამოჩენილი მწერალი; Paris is among the largest cities in the world პარიზი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია;
3. რისამე განაწილებას ადამიანებს შორის შორის; to divide property among the heirs ქონების განაწილება მემკვიდრეებს შორის;
4. ურთიერთკავშირს ან ურთიერთმოქმედებას შორის, ერთმანეთს შორის; lasting peace among the peoples მტკიცე მშვიდობა ხალხთა შორის; they quarrel among themselves ერთმანეთს შორის ჩხუბობენ; settle it among yourselves ეგ თქვენ შორის მოაგვარეთ; შეუთანხმდით ერთმანეთს;
5. ერთობლივ მოქმედებას ერთად, თანაზიარად; do it among you! ეს ერთად გააკეთეთ!
6. მოქმედების მიკუთვნებას რაიმე გარემოს, ეპოქისათვის და ა.შ. ეპოქაში, -თან; it was the custom among our ancestors ასეთი იყო ჩვენი წინაპრების ადათ-წესი; among the ancient Greeks ძველ ბერძნებთან;
7. შესიტყვებებში: from among -დან, -ში, შორის; a strange figure rose from among the crowd ბრბოში უცნაური ფიგურა წამოიმართა / აღიმართა; among other things სხვათა შორის; among other things he said that ... სხვათა შორის, მან თქვა, რომ ...