1. 1) ტექ. გააქტიურება (˂გა˃ააქტიურებს), ამოქმედება, მოქმედებაში მოყვანა; ჩართვა, ამუშავება (ხელსაწყოსი); the device is activated by pressing this button ამ მოწყობილობის ჩართვა ღილაკზე თითის დაჭერით ხდება;
2) კომპ. გააქტიურება (˂გა˃ააქტიურებს), გამოსაყენებლად ვარგისად ქცევა (პროგრამისა, პლასტიკური ბარათისა და ა.შ. სპეციალური კოდის შეყვანით);
3) ფიზ. რადიოაქტიურად გახდა (˂გა˃ხდის), გარადიოაქტიურება; დაიონება, იონიზება;
4) ქიმ. გააქტიურება (˂გა˃ააქტიურებს), ნივთიერების აქტიურ ფორმაში ან ფაზაში გადაყვანა;
2. ამერ. სამხ. 1) სამხედრო ნაწილის, ბაზის, ბანაკის და ა.შ. ჩამოყალიბება (˂ჩამო˃აყალიბებს) / ფორმირება;
2) სამხედრო ნაწილში ჩარიცხვა (˂ჩა˃რიცხავს); სამხედრო სამსახურში / ჯარში გაწვევა;
3) კონსერვაციაზე ან რეზერვში მყოფი გემის და ა.შ. მწყობრში ჩაყენება (˂ჩა˃აყენებს) / სამხედრო ფლოტში სამსახურისათვის მომზადება.