1. შესვლა, შეღწევა; დაშვება, შეშვება; access to world markets მსოფლიო ბაზრებში შეღწევა; access to shelves ბიბლიოთეკის ფონდებთან თავისუფალი დაშვება; access to every room ყველა ოთახში შესვლის უფლება; access to the president პრეზიდენტთან შესვლის უფლება; to have [to gain / to obtain /] access ʘ შესვლის / დაშვების უფლება აქვს [მიიღო]; easy of access იოლად ხელმისაწვდომი [შდრ. აგრ. 2]; difficult of access ძნელად ხელმისაწვდომი;
2. მისადგომი, მისასვლელი; access to the island [to the mountain] კუნძულთან [მთასთან] მისადგომი / მისასვლელი; the building is not easy of access შენობას ადვილად ვერ მიუდგები, შენობა არ არის ადვილად მისადგომი [შდრ. აგრ. 1];
3. 1) შეტევა (ავადმყოფობისა);
2) მოზღვავება (ძლიერი გრძნობებისა); accesses of pessimism ʘ პესიმიზმი შემოაწვა, პესიმიზმმა დარია ხელი;
3) ანთება (რისხვით და ა.შ.); an access of rage განრისხება;
4. გაზრდა; გადიდება; a sudden access of wealth ქონების მოულოდნელი გაზრდა;
5. მოძვ. შეკრება, სხდომა (განსაკ. ინგლისის პარლამენტისა);
6. კომპ. 1) წვდომა, პროგრამაში, სისტემაში და ა.შ. შესვლის / რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა; access is denied წვდომის / შესვლის მოთხოვნა უარყოფილია;
2) შესვლა, შეღწევა; დაშვება (პროგრამაში, სისტემაში და ა.შ.); enter your password to get access to the website ვებ-საიტზე შესასვლელად შეიყვანეთ პაროლი;
⌇ access road გზ. = service road; access door შესავალი საძრომი (ბათისკაფისა და მისთ.); access gully ტექ. სათვალიერებელი საკანალიზაციო ჭა; access right კომპ. წვდომის / პროგრამაში, სისტემაში და ა.შ. შესვლის უფლება.