აწარმოებს ვითარებით ზმნისართებს
1. ზედსართავი სახელების ფუძეთაგან, 1) ინარჩუნებს რა უმეტეს შემთხვევაში ზედსართავის მნიშვნელობას: deeply ღრმად; beautifully მშვენივრად, ლამაზად; ჩინებულად; cleanly სუფთად; clearly ნათლად; უეჭველად, უდავოდ; naturally ბუნებრივად; თავისუფლად, ძალდაუტანებლად; quickly სწრაფად; weakly სუსტად; firstly ჯერ ერთი; secondly მეორე, მეორეც; thirdly მესამე, მესამეც;
2) მეტ-ნაკლებად სცილდება რა ზედსართავის მნიშვნელობას: barely ძლივს; ძლივძლივობით; briefly მოკლედ, შეკვეცილად; nearly თითქმის; კინაღამ; shortly მალე; presently მალე;
2. 1) არსებითი სახელების ფუძეთაგან: bodily პირადად, თავად; daily ყოველდღიურად, ყოველდღე; hourly ყოველ საათში ერთხელ, ყოველ საათს; გამუდმებით, ხშირად; namely სახელდობრ, კერძოდ; leisurely აუჩქარებლად, მშვიდად;
2) ნამყო დროის მიმღეობების ფუძეთაგან: embarrassedly შემცბარად, შეცბუნებით, დაბნეულად; hurriedly აჩქარებით, ნაჩქარევად, საჩქაროდ, სასწრაფოდ; fixedly დაჟინებით, თვალმოუშორებლად;
3. შესიტყვებათაგან: off-handedly თავისუფლად, ძალდაუტანებლად; უცერემონიოდ; matter-of-factly მოსაწყენად, უფერულად, პროზაულად.