|
არსებითი სახელების ფუძეთაგან აწარმოებს მიმართებით ზედსართავ სახელებს, რომელთაც აქვთ დამახასიათებელი ნიშან-თვისების მნიშვნელობა, ხშ. უარყოფითი შეფასების ელფერით: bookish წიგნისა, წიგნური; სწავლული; წიგნიერი; dwarfish ჯუჯა, მეტად პატარა ტანისა; feverish ციებცხელებიანი; აგზნებული, აღელვებული; გამალებული, გაცხარებული; foolish სულელი; სულელური; girlish გოგონასი, ქალიშვილისა; გოგონასათვის / ქალიშვილისათვის დამახასიათებელი; გოგონას / ქალიშვილს რომ ჰგავს; childish ბავშვური; ინფანტილური, მოუმწიფებელი; mannish კაცური, კაცის მსგავსი; კაცისთვის შესაფერისი (ითქმის ქალის, მისი ქცევის და ა.შ. შესახებ); womanish ქალური, ქალის მსგავსი; ქალისთვის შესაფერისი (ითქმის კაცის, მისი ქცევის და ა.შ. შესახებ).
|
|