გვხვდება სახელის ფუძეთაგან ნაწარმოებ განყენებულ არსებით სახელებში, რომლებიც აღნიშნავენ 
1. მდგომარეობას, ვითარებას: motherhood დედობა; childhood ბავშვობა; bachelorhood უცოლო / მარტოხელა კაცის ცხოვრება; 
2. თვისებას: falsehood ტყუილი, სიცრუე; hardihood გამბედაობა, უშიშრობა; manhood ვაჟკაცობა, სიმამაცე; womanhood ქალური თვისებები; ქალურობა; 
3. ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც ფუძის მიერ გამოხატული ნიშანი ახასიათებს: brotherhood ძმობა; priesthood სამღვდელოება, სასულიერო / სამღვდელო პირები.