აწარმოებს
1. კონკრეტული არსებითი სახელების ფუძეთაგან ზედსართავებს
1) რომლებიც აღნიშნავენ ამა თუ იმ თვისების ქონას ან რისამე ფლობას: bearded წვერიანი, წვეროსანი; propertied საკუთრების მქონე; ribboned ლენტებით მორთული; talented ნიჭიერი; gloved ხელთათმნიანი;
2) რომლებიც აღნიშნავენ ამა თუ იმ ფორმას: arched თაღოვანი, კამარისებრი, რკალისებრი; forked გაორებული, ორად გაყოფილი; hooked მოკაუჭებული;
3) რომლებიც აღნიშნავენ სულიერ მდგომარეობას, ტემპერამენტს, ხასიათს: bigoted ფანატიკური, შეუწყნარებელი; dogged ჯიუტი; frenzied გაცოფებული;
2. რთულ ზედსართავებს, რომლებიც ჩვეულ. აღნიშნავენ
1) ადამიანის გარეგნობის ამა თუ იმ დამახასიათებელ ნიშანს: broad-shouldered მხარბეჭიანი; hazel-eyed თაფლისფერთვალებიანი;
2) ადამიანის ხასიათს: hot-tempered ფიცხი; large-hearted დიდსულოვანი; long-tongued ყბედი, ენაგრძელი; chicken-hearted მხდალი, ჯაბანი;
3) ადამიანის ჩაცმულობის ამა თუ იმ დამახასიათებელ ნიშანს: red-coated წითელპალტოიანი; yellow-gloved ყვითელხელთათმნიანი; high-heeled მაღალქუსლიანი;
4) ავეჯის, სახლის, ოთახის ამა თუ იმ დამახასიათებელ ნიშანს: thick-walled სქელკედლიანი; narrow-staired ვიწროკიბეებიანი, gilt-legged მოოქრულფეხებიანი (ითქმის სკამის, მაგიდის შესახებ); low-ceilinged დაბალჭერიანი;
5) საგნის ფერს, ფორმას ან სხვა რაიმე თვისებას: straw-coloured ჩალისფერი; egg-shaped კვერცხისებრი; large-sized დიდი ზომისა; hollow-trunked ფუტურო (ითქმის ხის შესახებ); cork-soled კორპისძირიანი (ითქმის ფეხსაცმლის შესახებ).