გვხვდება
1. ლიტერატურულ-მწიგნობრული ლექსიკის არსებით სახელებში და აღნიშნავს
1) ამა თუ იმ დოქტრინის, ზომების და ა.შ. მომხრეს: authoritarian ავტორიტარული ხელისუფლების მომხრე; necessitarian დეტერმინისტი; disciplinarian დისციპლინის მომხრე;
2) სპეციალობას ან საქმიანობას: antiquarian ანტიკვარი; librarian ბიბლიოთეკარი;
3) ასაკს: centenarian ასი წლის / ას წელს გადაცილებული მოხუცი; octogenarian ოთხმოცი წლის მოხუცი; ოთხმოციდან ოთხმოცდაათ წლამდე ასაკის ადამიანი;
2. ზედსართავ სახელებში, რომლებიც არიან შესაბამისი არსებითი სახელებიდან კონვერსიით ნაწარმოები ფორმები [იხ. 1] : agrarian აგრარული; antiquarian ანტიკვარული; humanitarian ჰუმანიტარული.