(
told)
1. თქმა (ეტყვის), შეტყობინება; მოყოლა; to tell the news to everybody one sees ახალი ამბის ყოველი შემხვედრისთვის შეტყობინება; why wasn't I told about the incident? ამ შემთხვევის შესახებ რატომ არაფერი მითხრეს? tell us about your holiday მოგვიყევით თქვენი შვებულების შესახებ; მოგვიყევით როგორ დაისვენეთ; to tell stories ამბების / ისტორიების მოყოლა; to tell jokes ანეკდოტების მოყოლა;
2. თქმა (ამბობს), ლაპარაკი; tell the truth სიმართლე თქვით; სიმართლე ილაპარაკეთ;
3. ბრძანება (უბრძანებს), რისამე გაკეთების მოთხოვნა; tell them to wait უთხარით, დაიცადონ; the policewoman told me not to get out of the car პოლიციელმა ქალმა მიბრძანა მანქანიდან არ გადმოვსულიყავი; do what I tell you გააკეთე რასაც გეუბნები;
4. საიდუმლოს გათქმა (გათქვამს), გამხელა; promise you won't tell დამპირდით, რომ
ჩემს ნათქვამს არ გაამხელთ / არავის ეტყვით; that would be telling! ეს საიდუმლოა! ამის თქმა საიდუმლოს გამხელა იქნება!
5. გარჩევა (˂გა˃არჩევს), განსხვავება; can you tell the difference between butter and margarine? კარაქსა და მარგარინს შორის განსხვავებას გრძნობ? can you tell Jane from her twin sister? ჯეინსა და მის ტყუპისცალ დას ერთმანეთისგან არჩევ?
6. შესამჩნევი ზეგავლენის მოხდენა (˂მო˃ახდენს), შედეგის ქონა; ʘ თავს იჩენს; the strain was beginning to tell on him მას უკვე დაღლილობა ეტყობოდა, დაღლილობა მასზე თანდათან თავს იჩენდა; I can't run as fast as I could – my age is beginning to tell! ადრინდელივით სწრაფად ვეღარ დავრბივარ – ასაკი თავისას შვრება!
▭ to tell off საუბ. საყვედურის თქმა (ეტყვის), დატუქსვა; to tell on smb. ვისიმე დასმენა (˂და˃ასმენს) / დაბეზღება;
◇ all told ყველაფრის გათვალისწინებით; სულ, მთლიანობაში; there are ten of them, all told სულ ათნი არიან; there are 25 people coming, all told მთლიანობაში / საერთო ჯამში ოცდახუთი კაცი მოდის / აპირებს მოსვლას; as far as one can tell როგორც ჩანს, როგორც ეტყობა; რამდენადაც ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ; I tell you what, I'll tell you what საუბ. იცი, რას გეტყვი? I'll tell you what – let's stay home იცი, რას გეტყვი? – აჯობებს შინ დავრჩეთ; to tell it like it is საუბ. სიმართლის თქმა; დაუფარავად ან მოურიდებლად ვინმესთვის თქმა / პირში მიხლა (უსიამოვნო ან საწყენი ფაქტისა, საკუთარი მოსაზრებისა და მისთ.); I told you (so) ხომ გითხარი(თ)! ხომ გეუბნებოდი(თ)! tell me about it საუბ. ირონ. მართლა? რას მეუბნები(თ)! ამის მეტი რა ვიცი (კარგად ნაცნობი და არასასიამოვნო სიტუაციის შესახებ საუბრისას); tell me another საუბ. ≅ ეგ ზღაპრები სხვას მოუყევი(თ); ეგ საკენკი თქვენს წიწილებს დაუყარეთ (უნდობლობის ან სკეპტიციზმის სარკასტულად გამოხატვისას); tell that to the marines აგდებ. ≅ რა სისულელეა! ეგ ზღაპრები სხვას მოუყევი(თ)! there is no telling ძნელი სათქმელია; დანამდვილებით ვერ იტყვი (რა მოხდა, რა შეიძლება მოხდეს და მისთ.); to tell its own tale / story / ≅ ʘ მრავლისმთქმელია, მრავლისმეტყველია; თავისთავად ბევრ რამეს მოწმობს; დამატებით ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს; his worn and worried face told its own story მისი დაღლილი და შეწუხებული სახე მრავლისმეტყველი იყო; to tell smb. where to get off / where he gets off / საუბ. ვისიმე უკმეხად დატუქსვა ან გაკრიტიკება; ≅ ვინმესთვის თავისი ადგილის ჩვენება; to tell smb. where to put / to stick, to shove / smth., to tell smb. what he can do with smth. საუბ. უხეშ. ვინმესთვის უკმეხად / გაბრაზებით უარის თქმა (შეთავაზებაზე, წინადადებაზე და მისთ.); to tell smth. a mile off საუბ. ძალზე ადვილად რისამე შემჩნევა ან მიხვედრა; ≅ კილომეტრიდან რისამე დანახვა / მიხვედრა; you can tell a mile off that he likes you ადვილი შესამჩნევია / თვალში საცემია, რომ მას შენ მოსწონხარ; to tell tales რისამე გამხელა, გამჟღავნება; ზედმეტის ლაპარაკი; dead men tell no tales ანდ. მკვდრები დუმან; მკვდარი საიდუმლოს არ გათქვამს; to tell the time, ამერ. to tell time საათის ცნობა (საათის ისრების მდგომარეობის მიხედვით დროის გაგება); to tell the world საჯაროდ განცხადება; ყველასთვის თქმა / მოყოლა; to tell (you) the truth მართალი რომ გითხრა(თ), მართალი რომ ვთქვა(თ); to tell the truth, I fell asleep in the middle of the lecture მართალი რომ გითხრა, შუა ლექციაზე ჩამეძინა; you can never tell, you never can tell ვერ გაიგებ, რას გაიგებ; ≅ ძნელი სათქმელია; you're telling me საუბ. რას მეუბნები(თ) / მელაპარაკები(თ)! ჩემთვის ამის თქმა საჭირო არ არის; ეს მე ისედაც კარგად ვიცი; სავსებით გეთანხმები(თ).