1. არასწორი, მცდარი; the wrong answer არასწორი / მცდარი პასუხი; your calculations must be wrong ეტყობა, შენი გამოთვლები არასწორია / მცდარია; ეტყობა, ანგარიშისას შეცდომა დაუშვი; sorry, I must have dialled the wrong number უკაცრავად, ეტყობა არასწორი ნომერი ავკრიფე; if the wrong password is given the program aborts არასწორი პაროლის შეყვანის / პაროლის შეცდომით შეყვანის შემთხვევაში პროგრამა იხურება;
2. predic შემცდარი, რომ ცდება (ითქმის ადამიანის შესახებ); I think she lives at number 44, but I could be wrong ვფიქრობ, იგი 44-ე ნომერ სახლში ცხოვრობს, მაგრამ შეიძლება ვცდებოდე; you were wrong about Tom; he's not married after all ტომის თაობაზე ცდებოდი / შეგეშალა; მას ცოლი არ მოუყვანია; we were wrong to assume that she'd agree ვცდებოდით როდესაც გვეგონა, რომ იგი დათანხმდებოდა; correct me if I'm wrong but ... შემისწორეთ, თუ ვცდები / შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ...;
3. (with) predic გაუმართავი, უწესივრო; პრობლემებს ან სირთულეებს რომ ქმნის; there's something wrong with the printer პრინტერს რაღაც სჭირს; პრინტერი წესრიგში არ არის; something was wrong with the pump ტუმბოს რაღაც სჭირდა; ტუმბო წესრიგში არ იყო; is anything wrong? მოხდა რამე? რამე ისე არ არის, როგორც უნდა იყოს? I have something wrong with my foot ფეხზე რაღაც მჭირს; what is wrong with our society? People just don't seem to care any more რა სჭირს / რა დაემართა ჩვენს საზოგადოებას? ხალხი თითქოს სულ აღარ ზრუნავს ერთმანეთზე;
4. შეუფერებელი; არასასურველი; არა ის, რაც
ან ვინც საჭიროა; he's the wrong person for the job იგი ამ სამუშაოსთვის შეუფერებელი კანდიდატურაა; we don't want this document falling into the wrong hands არ გვინდა, ეს დოკუმენტი ცუდ ხელში ჩავარდეს / არასასურველ ხალხს ჩაუვარდეს ხელში; you've got the wrong man. I didn't kill her მე ის კაცი არა ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. მე ის ქალი არ მომიკლავს; it was his bad luck to be in the wrong place at the wrong time თავისდა საუბედუროდ, იგი ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა / უნებლიეთ შარში გაება;
5. ცუდი, არასწორი; უკანონო; უსამართლო; უპატიოსნო; უზნეო; this man has done nothing wrong ამ კაცს ცუდი არაფერი ჩაუდენია / არაფერი დაუშავებია; it is wrong to tell lies ტყუილების თქმა ცუდი საქციელია / არ შეიძლება; it was wrong of me to get so angry ცუდი ვქენი, ასე რომ გავბრაზდი; ასე არ უნდა გავბრაზებულიყავი; what's wrong with eating meat? ხორცის ჭამაში ცუდი რა არის? there's nothing wrong with making a profit, provided you don't cheat anyone ფინანსური მოგების მიღებაში ცუდი / დანაშაულებრივი არაფერია, იმ პირობით, რომ არავის ატყუებ.