ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

write verb
[raɪt]
ბეჭდვა
(wrote; written)

1. წერა (წერს); დაწერა; please write in pen on both sides of the paper კალმისტრით დაწერეთ, თუ შეიძლება, ფურცლის ორივე მხარეს / ორივე გვერდზე; in some countries children don't start learning to read and write until they are six ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვები წერა-კითხვის სწავლას ექვსი წლის ასაკამდე არ იწყებენ; I haven't got anything to write with არაფერი მაქვს, რითაც შემიძლია დავწერო; ფანქარი ან კალმისტარი თან არ მაქვს; write your name at the top of the paper დაწერეთ თქვენი სახელი ფურცლის თავში; the teacher wrote the answers on the board მასწავლებელმა პასუხები დაფაზე დაწერა / ჩამოწერა; this pen won't write ეს კალმისტარი არ წერს;

2. დაწერა (˂და˃წერს), შექმნა (წიგნისა, სტატიისა, მუსიკისა და სხვა); to write a novel [a song, an essay, a computer programme] რომანის [სიმღერის, ნარკვევის, კომპიუტერული პროგრამის] დაწერა; he hopes to write a book about his experiences one day მას იმედი აქვს, რომ მის მიერ გადატანილი თავგადასავლების შესახებ ოდესმე წიგნს დაწერს; who wrote "Harry Potter"? ვინ დაწერა "ჰარი პოტერი"? he wrote some very famous books მან რამდენიმე ძალზე ცნობილი წიგნი დაწერა;

3. მიწერა (˂მი˃სწერს), წერა (წერილ(ებ)ისა); bye! Don't forget to write ნახვამდის! წერილების მოწერა არ დაგავიწყდეს / მოიწერე ხოლმე; she wrote to him in France ქალმა მას საფრანგეთში მისწერა წერილი; I wrote a letter to the Publicity Department სარეკლამო განყოფილებას წერილი მივწერე; he wrote that he was on his way მან მოიწერა, რომ უკვე გზაში იყო; he wrote me that he would be arriving Monday მომწერა, ორშაბათს ჩამოვალო;

writ write-down

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0631