ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

wrap II verb
[ræp]
ბეჭდვა

1. (up) ქაღალდში და მისთ. გახვევა (˂გა˃ახვევს), რითიმე შეფუთვა (პროდუქტისა, საჩუქრისა და მისთ.); he spent the evening wrapping up the Christmas presents საღამო საშობაო საჩუქრების შეფუთვაში გაატარა; individually wrapped chocolates ინდივიდუალურად შეფუთული / დაფასოებული შოკოლად(ებ)ი;

2. (up, around, round) რისამე შემოხვევა (˂შემო˃ახვევს); რაიმეში გახვევა; რითიმე შეფუთვა; I wrapped the baby (up) in a blanket ჩვილი საბანში გავახვიე; I wrapped a blanket around the baby გასათბობად ჩვილს საბანი შემოვახვიე; wrap the meat in foil before you cook it შეწვამდე ხორცი ფოლგაში / კილიტაში გაახვიე; a scarf was wrapped around his neck მას კისერზე შარფი / კაშნე ჰქონდა შემოხვეული; his arms were wrapped around her waist მას მკლავები ქალისთვის წელზე ჰქონდა შემოხვეული;

to wrap up 1) თბილად ჩაცმა (˂ჩა˃აცმევს; ˂ჩა˃იცვამს), თბილ ტანსაცმელში შეფუთვა; wrap up warm თბილად ჩაიცვით; she told them to wrap up warm / warmly / ქალმა მათ უთხრა, თბილად ჩაიცვითო; she was wrapped up in a thick winter coat იგი სქელ ზამთრის პალტოში იყო შეფუთული / გახვეული;

2) საუბ. წარმატებით დამთავრება (˂და˃ამთავრებს), დასრულება (განხილვისა, მოლაპარაკებებისა და მისთ.); they hope to wrap up negotiations within sixty days ისინი იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებებს სამოცი დღის ვადაში დაასრულებენ;

3) საუბ. დადება (˂და˃დებს), გაფორმება (შეთანხმებისა და მისთ.); to wrap up a business deal საქმიანი გარიგების დადება;

4) მოგება (˂მო˃იგებს), გამარჯვების მოპოვება (მატჩში, შეჯიბრებაში და მისთ.); Australia wrapped up the series 4-0 ავსტრალიამ სერია მოიგო ანგარიშით 4:0;

5) სლ. გაჩუმება (˂გა˃ჩუმდება), "მოკეტვა"; wrap (it) up! გაჩუმდი! მოკეტე!

to be wrapped up in smth. ა) ʘ რაიმეში ჩაძირულია / ჩაფლულია; რითიმე გატაცებულია; they were completely wrapped up in each other. They didn't notice I was there ისინი მხოლოდ ერთმანეთით იყვნენ დაკავებულნი. ვერც კი ამჩნევდნენ, რომ იქ ვიყავი; she is wrapped up in her studies იგი თავის გამოკვლევებშია ჩაფლული; ბ) ʘ რითიმე დაკავებულია; რაიმეში ჩაბმულია; they were wrapped up in criminal activities ისინი დანაშაულებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩაბმულნი / დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდნენ.

wrap I wraparaound

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0565