ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

worthy adjective
[ʹwɜ:ðɪ]
ბეჭდვა

1. რისამე, ვისიმე ღირსი, რაიმეს, ვინმეს რომ იმსახურებს; რისამე, ვისიმე შესაფერისი; to be worthy of attention ʘ ყურადღების ღირსია, ყურადღებას იმსახურებს; a number of the report's findings are worthy of note ანგარიშის არაერთი შედეგი აღნიშვნის ღირსია / აღნიშვნას იმსახურებს; this charity is worthy of your support ეს საქველმოქმედო საზოგადოება თქვენი მხარდაჭერის ღირსია / თქვენს მხარდაჭერას იმსახურებს; no composer was considered worthy of the name until he had written an opera არც ერთი კომპოზიტორი ამ წოდების ღირსად არ ითვლებოდა / არც ერთ კომპოზიტორს კომპოზიტორი არ ეთქმოდა, სანამ იგი ოპერას არ დაწერდა; a worthy champion ღირსეული / დამსახურებული ჩემპიონი (რომელმაც ტიტული დამსახურებულად მოიპოვა); he felt he was not worthy of her იგი გრძნობდა, რომ ამ ქალის ღირსი არ იყო / ამ ქალს არ იმსახურებდა; he gave a speech that was worthy of Martin Luther King მან მარტინ ლუთერ კინგის საკადრისი სიტყვა წარმოთქვა;

2. ღირსეული, ღირებული, ფასეული; სასარგებლო; the money we raise will be going to a very worthy cause ჩვენ მიერ შეგროვებული ფული ძალზე ღირსეულ საქმეს მოხმარდება; a worthy member of the team გუნდის სასარგებლო წევრი;

3. წიგნ., ხუმრ. ღირსეული, პატივცემული; a worthy fellow ღირსეული ყმაწვილი / კაცი; she would like her to be married to some worthy person უნდოდა იგი ვინმე ღირსეულ ადამიანზე ყოფილიყო გათხოვილი; her worthy but dull husband ირონ. მისი ღირსეული მაგრამ გონებაჩლუნგი ქმარი;

worthwhile wost

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0077