1. ამა თუ იმ ღირებულების / ფასის მქონე, ესა თუ ის თანხა / ფასი რომ ღირს; the stamp is worth £100 ეს მარკა 100 გირვანქა სტერლინგი ღირს; our house is worth about $200 000 ჩვენი სახლი დაახლოებით ორასი ათასი დოლარი ღირს; how much is this painting worth? რა ღირს ეს ნახატი? to be worth a fortune / a bomb, a packet / ʘ უამრავი ფული ღირს; it isn't worth much ამას დიდი ღირებულება / ფასი არა აქვს; ეს დიდი არაფერი არ ღირს; if you answer this question correctly, it's worth five points თუ ამ კითხვას სწორად უპასუხებთ, იგი ხუთ ქულას მოგიტანთ;
2. რისამე ღირსი; რაიმედ რომ ღირს, რაიმეს რომ იმსახურებს; ღირებულების / მნიშვნელობის მქონე; that book is worth reading ეგ წიგნი წაკითხვად ღირს; ამ წიგნის წაკითხვა ღირს; the museum is certainly worth a visit ამ მუზეუმის მონახულება ნამდვილად ღირს; this idea is well worth considering ეს იდეა ნამდვილად ღირს განხილვად / ნამდვილად იმსახურებს განხილვას; it is worth mentioning that ... აღსანიშნავია, რომ ... (წინადადების დაწყებისას);
◇ for all one is worth მთელი ძალით; ენერგიულად, დიდი მოწადინებით; he was rowing for all he was worth ნიჩბებს მთელი ძალითა და ღონით უსვამდა; (the game is) not worth the candle ≅ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს; to be worth one's [its] weight in gold ʘ მისი წონა ოქრო ღირს; ძალზე ძვირფასია / მნიშვნელოვანია; a good mechanic is worth his weight in gold კარგი მექანიკოსი მისი წონა ოქრო ღირს / ოქროს ფასადაა; to be worth its while ʘ მასზე დახარჯულ დროდ / ენერგიად / სახსრებად და მისთ. ღირს [შდრ. აგრ. worthwhile].