4. ʘ ამუშავებს; can you work the lift? შეგიძლია ლიფტი / საწეველა ამუშაო / მართო? she works herself too hard იგი მეტისმეტად ბევრს მუშაობს / თავს მეტისმეტად იტვირთავს მუშაობით; do you know how to work the coffee machine? ყავის მოსადუღებელი აპარატის ხმარება იცი? my parents can't even work the video ჩემმა მშობლებმა ვიდეოს ჩართვაც / ხმარებაც კი არ იციან; the machine is worked by wind power ეს მანქანა ქარის ენერგიას მოჰყავს მოქმედებაში; ამ მანქანას ქარის ენერგია ამუშავებს;
5. 1) დამუშავება (˂და˃ამუშავებს), ამა თუ იმ ფორმის მიცემა (ჭედვით, მოზელით, გაჭიმვით და სხვა); to work clay თიხის მოზელა / არევა; to work gold ოქროს დამუშავება / ჭედვა; work the mixture into a paste with your hands ნარევისაგან ხელით ცომი მოზილეთ;
2) დამუშავება (˂და˃მუშავდება), ამა თუ იმ ფორმის მიღება (ჭედვის, მოზელის, გაჭიმვის და სხვა შედეგად); when the iron is well hot, it works the better როდესაც რკინა კარგად არის გაცხელებული, იგი უფრო კარგად / ადვილად მუშავდება; Portland stone works well თეთრი კირქვა კარგად / ადვილად მუშავდება;
3) დამუშავება (˂და˃ამუშავებს), კულტივირება (მიწისა და სხვა); ექსპლუატირება (საბადოსი და მისთ.); contracts and leases to work the mines კონტრაქტები და საიჯარო ხელშეკრულებები საბადოების დამუშავებაზე / ექსპლუატირებაზე;
6. (on, upon) მოქმედება (მოქმედებს); სასურველი შედეგის მოტანა; the pills the doctor gave me aren't working აბები, რომლებიც ექიმმა მომცა, არ მოქმედებს; my plan worked and I got them to agree ჩემმა გეგმამ გაამართლა / იმუშავა და მე მათი დარწმუნება შევძელი; her charm doesn't work on me მისი მომხიბვლელობა / შარმი ჩემზე არ მოქმედებს / არ ჭრის; your age can work against you in this job ამ სამუშაოზე ასაკის ფაქტორმა შენ წინააღმდეგ შეიძლება იმოქმედოს / იმუშაოს; speaking Italian should work in his favour იტალიურის ცოდნამ მის სასარგებლოდ უნდა იმუშაოს / მას სარგებელი უნდა მოუტანოს;
7. გამოწვევა (˂გამო˃იწვევს), წარმოქმნა, მოხდენა; შედეგად მოტანა; to work miracles / wonders / სასწაულების მოხდენა; you can work miracles with very little money if you follow our home decoration tips თუ სახლის გარემონტების თაობაზე ჩვენ მიერ მოცემულ რჩევებს მიჰყვებით, ძალიან ცოტა ფულით სასწაულების მოხდენას შეძლებთ; to work havoc ა) რისამე განადგურება, გაპარტახება; ნგრევის გამოწვევა; the storm wrought havoc in the south ქარიშხალმა სამხრეთში ნგრევა / დიდი ზარალი გამოიწვია; ბ) ქაოსის, არეულობის ან პანიკის გამოწვევა; this century wrought major changes in our society ამ საუკუნემ ჩვენს საზოგადოებაში დიდი ცვლილებები გამოიწვია / მოახდინა;
8. 1) საითკენმე მოძრაობა (მოძრაობს), ამა თუ იმ ადგილამდე ან მდგომარეობამდე მისვლა (ჩვეულ. თანდათანობით); the screw had worked loose ხრახნი მოშვებულიყო; the rope worked loose ბაგირი მოეშვა / გაიხსნა; it will take a while for the drug to work out of your system მედიკამენტს გარკვეული დრო დასჭირდება, რათა შენი ორგანიზმიდან გამოვიდეს;
2) საითკენმე მოძრაობა (ამოძრავებს) ან წაყვანა, წაღება, ამა თუ იმ ადგილამდე ან მდგომარეობამდე მიყვანა (ჩვეულ. თანდათანობით); a battery of guns was being worked into position ქვემეხების ბატარეას საცეცხლე პოზიციაზე აყენებდნენ; slowly he worked the screwdriver into the crack მან ნელ-ნელა შეყო / შეიყვანა სახრახნისი ბზარში; I was tied up, but managed to work myself free დაბმული ვიყავი, მაგრამ თავის განთავისუფლება მოვახერხე; comb hair from tip to root working out the knots at the end თმა ბოლოდან ძირამდე დაივარცხნეთ და თმის აბურდული ბოლოები გაისწორეთ; he worked his way to the top of his profession ხატოვნ. მან თავისი პროფესიული კარიერის მწვერვალისაკენ გაიკვალა გზა;
▭ to work around 1) (to) სათქმელზე გადასვლა (გადავა), კონკრეტულ თემაზე ლაპარაკის დაწყება (საუბრისას); it was some time before he worked around to what he really wanted to say გარკვეულმა დრომ გაიარა, სანამ იგი უშუალოდ სათქმელზე გადავიდოდა;
2) სირთულისთვის, პრობლემისთვის გვერდის ავლა (აუვლის), "შემოვლითი მანევრის" გამოყენება; რთული მდგომარეობიდან დროებითი გამოსავლის პოვნა (სირთულის ან პრობლემის რეალურად გადაჭრის გარეშე); the lack of information is a major problem, but hopefully I've found a way to work around that ინფორმაციის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს მივაგენი; to work around this requirement, people do ridiculous things ამ მოთხოვნისთვის თავის ასარიდებლად ხალხი უცნაურ რაღაცებს აკეთებს ხოლმე;
to work out 1) გაგება (˂გა˃იგებს), მიხვედრა; I've never been able to work her out მისი ვერაფერი გამიგია; მის ხასიათს ვერაფერი გავუგე; I couldn't work out where the music was coming from ვერ ვხვდებოდი / ვერ გამეგო, საიდან ისმოდა მუსიკის ხმა;
2) მოფიქრება (˂მო˃იფიქრებს); გამოთვლა, გამოანგარიშება; to work out the answer პასუხის მოფიქრება / პოვნა; to work out a sum ჯამის გამოანგარიშება / გამოთვლა; I've worked out a new way of doing it ამის გაკეთების ახალი გზა / ხერხი მოვიფიქრე;
3) გადაჭრა (˂გადა˃ჭრის), გადაწყვეტა; მოგვარება; to work out a problem პრობლემის გადაჭრა / მოგვარება;
4) გამოსვლა (გამოვა), წარმატების ქონა; გაუმჯობესება, უკეთესისკენ შეტრიალება; my first job didn't work out ჩემი პირველი სამსახურისგან არაფერი გამოვიდა; ჩემმა პირველმა სამსახურმა არ გამიმართლა; things will work out, you'll see ყველაფერი კარგად იქნება / მოგვარდება, აი ნახავთ; I hope it all works out for Gina and Andy იმედი მაქვს, ჯინასა და ენდის ყველაფერი კარგად ექნებათ / ყველა პრობლემა მოუგვარდებათ; I'm sure everything will work itself out დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოგვარდება / გამოსწორდება;
5) რითიმე დასრულება (˂და˃სრულდება), ამა თუ იმ შედეგის ქონა; რაიმენაირად მოხდომა; things have worked out quite well for us ჩვენთვის ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა / გამოვიდა;
6) ვარჯიში (ვარჯიშობს); he works out with weights twice a week კვირაში ორჯერ იგი სიმძიმეებით / ჰანტელებითა და შტანგებით ვარჯიშობს;
to work up 1) გაბრაზება (˂გა˃აბრაზებს); განერვიულება, აღელვება; you're working yourself up again ისევ თავს ინერვიულებთ [შდრ. აგრ. worked up, worked-up];
2) (to) მომზადება (˂მო˃ემზადება), ძალების / გამბედაობის მოკრება (რაიმე რთულის გასაკეთებლად); he'd been working up to asking her for a date all week მთელი კვირა ემზადებოდა / გამბედაობას იკრებდა, რათა ქალისთვის პაემანი დაენიშნა.