ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

wonder I noun
[ʹwʌndə(r)]
ბეჭდვა

1. გაოცება, გაკვირვება; განცვიფრება; she gazed down in wonder at the city spread below her იგი განცვიფრებული დაჰყურებდა დაბლა გადაშლილ ქალაქს; the sight of the Grand Canyon stretching out before them filled them with wonder მათ წინაშე გადაჭიმული დიდი კანიონის ხილვამ ისინი განცვიფრების / აღფრთოვანების გრძნობით აღავსო; the boys gazed in wonder at the shiny red Ferrari ბიჭები განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ პრიალა წითელ "ფერარის";

2. საოცრება, საკვირველება, სასწაული; საოცარი / საკვირველი რამ; technological wonders ტექნოლოგიური საოცრებანი; the Seven Wonders of the World მსოფლიოს შვიდი საოცრება; to do / to work / wonders ა) ʘ საოცრებებს / სასწაულებს ახდენს; ბ) (for) გადატ. ʘ "საოცრებებს / სასწაულებს ახდენს"; ძალზე ეფექტიანია / ქმედითია; სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს; საოცარი შედეგები მოაქვს; the news has done wonders for our morale ამ ახალმა ამბავმა / ცნობამ საოცრად დადებითად იმოქმედა ჩვენს საბრძოლო სულისკვეთებაზე / მორალზე; her new diet and exercise programme has worked wonders for her მისმა ახალმა დიეტამ და ვარჯიშმა მასზე საოცრად კარგად იმოქმედა; (it's) no wonder (that) ... გასაკვირი არ არის, რომ ...; it's a wonder (that) ... საუბ. საოცარია / გასაკვირია, რომ ...

will wonders never cease? ხუმრ. ეს რა საოცრებაა! ჰოი, საოცრებავ! ცხადია თუ სიზმარია? he was on time again yesterday morning. Will wonders never cease? გუშინ დილასაც დროზე მოვიდა, არ დაუგვიანია. ეს რა საოცრებაა! my story is finally getting published! Will wonders never cease? როგორც იქნა, ჩემს მოთხრობას ბეჭდავენ! ცხადია თუ სიზმარია?

won wonder II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0584