1. უპირატ. კიცხვ. ქალური, ქალისთვის დამახასიათებელი; არავაჟკაცური, კაცისთვის შეუფერებელი (ითქმის მამაკაცის, მისი ქცევის, ლაპარაკის მანერის და მისთ. შესახებ); with a womanish gesture he lifted a lock of silver hair from his forehead ქალური ჟესტით მან ვერცხლისფერი თმის კულული შუბლიდან გადაიწია;
2. იშვ. ქალური, ქალებისა; ქალებისთვის განკუთვნილი; an exclusively womanish university ქალთა უნივერსიტეტი; უნივერსიტეტი, რომელშიც მხოლოდ ქალები სწავლობენ.