ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

within II preposition
[wɪʹðɪn]
ბეჭდვა
მიუთითებს

1. დროით ზღვარს განმავლობაში; არა უგვიანეს; -ში; ამა თუ იმ ვადის ფარგლებში; you should receive a reply within seven days პასუხი შვიდი დღის განმავლობაში / არა უგვიანეს შვიდ დღეში უნდა მიიღო; the ambulance arrived within minutes of the call being made სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე; tickets were sold out within two hours ბილეთები ორ საათში / ორი საათის განმავლობაში გაიყიდა; two elections were held within the space of a year ერთი წლის განმავლობაში / ვადაში ორი არჩევნები ჩატარდა;

2. ყოფნას, მდებარეობას ან გავრცელებას გარკვეულ ფარგლებში არა უშორეს; ამა თუ იმ ფარგლებში; ამა თუ იმ მანძილზე საიდანმე; a house within a mile of the station სახლი, რომელიც სადგურიდან ერთი მილის მანძილზე მდებარეობს; is it within walking distance? იქამდე ფეხით მისვლა შეიძლება? he lives within a few miles from Oxford იგი ოქსფორდიდან რამდენიმე მილის ფარგლებში ცხოვრობს;

3. რისამე ფარგლებში / საზღვრებში ყოფნას; წესებით, პირობებით და მისთ. შეზღუდვას რისამე ფარგლებში; რისამე თანახმად, მიხედვით; that question is not within the scope of this talk ეს საკითხი ამ საუბრის ფარგლებში არ შედის; we are now within range of enemy fire ახლა ჩვენ მოწინააღმდეგის ცეცხლის ფარგლებში ვიმყოფებით / მოწინააღმდეგის ცეცხლი შეიძლება მოგვწვდეს; he finds it hard to live within his income მას უჭირს საკუთარი შემოსავლის ფარგლებში ცხოვრება; ვერ ახერხებს, იმაზე მეტი ფული არ დახარჯოს, ვიდრე შემოსავალი აქვს; full cooperation within the terms of the treaty სრული თანამშრომლობა მოცემული ხელშეკრულების პირობების ფარგლებში / თანახმად;

within I within visual range I

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0592