1. საიდანმე გა(მო)სვლა, ვისიმე გა(მო)ყვანა, რაიმეში მონაწილეობის შეწყვეტა და ა.შ. [იხ. withdraw]; Italy's withdrawal from NATO იტალიის გასვლა ნატოდან; Britain's withdrawal from the EU ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა; the Russian withdrawal from Afghanistan ავღანეთიდან რუსეთის გასვლა / რუსეთის მიერ ჯარების გაყვანა; the withdrawal of UN forces გაეროს ჯარების გაყვანა [შდრ. აგრ. 5 1) და 2)]; Germany's withdrawal from the talks მოლაპარაკებებიდან / მოლაპარაკებათა პროცესიდან გერმანიის გასვლა;
2. 1) ფულის, თანხის აღება, გა(მო)ტანა, მოხსნა (საბანკო ანგარიშიდან, ბანკომატიდან და მისთ.); cash withdrawal ფულის განაღდება;
2) საბანკო ანგარიშიდან, ბანკომატიდან და მისთ. აღებული / გა(მო)ტანილი თანხა;
3. 1) უარის თქმა (საკუთარ ნათქვამზე და მისთ.), უკანვე წაღება (ნათქვამისა, ბრალდებისა და მისთ.); the withdrawal of all allegations ყველა გაკეთებულ განცხადებაზე უარის თქმა; ყველა გაკეთებული განცხადების უკანვე წაღება; the withdrawal of all accusations ყველა ბრალდების მოხსნა;
2) უკანვე წაღება, დარღვევა (მიცემული სიტყვისა, დაპირებისა, ადრე გაკეთებული შეთავაზებისა და სხვა); რაიმე დაპირებულის, შეთანხმებულის და მისთ. აღარმიცემა; the withdrawal of legal aid იურიდიული მხარდაჭერის / დახმარების შეწყვეტა; the withdrawal of government aid სახელმწიფო ფულადი დახმარების შეწყვეტა;
4. ნარკოტიკისთვის თავის დანებება;
5. სამხ. 1) უკანდახევა, უკან დაწევა (გეგმური მანევრის ფარგლებში);
2) უკუქცევა, უკანდახევა (იძულებითი) [შდრ. აგრ. 1];
⌇ withdrawal symptoms ნარკოტიკისთვის თავის დანებების პროცესთან დაკავშირებული უსიამოვნო სიმპტომები / შეგრძნებები.