ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

withdraw verb
[wɪðʹdrɔ:]
ბეჭდვა
(withdrew; withdrawn)

1. უკანვე გაწევა (˂გა˃სწევს) / წაღება (ხელისა, თითისა და სხვა); she withdrew her hand from his მან ხელი უკანვე გასწია / წაიღო და კაცის ხელს მოაშორა;

2. 1) საიდანმე გა(მო)ყვანა (გა˂მო˃იყვანს), წა(მო)ყვანა; რაიმეში მონაწილეობის შეწყვეტინება; the horse had been withdrawn from the race ეს ცხენი რბოლიდან / შეჯიბრებიდან მოხსნილი იყო; both powers withdrew their forces from the region ორივე ქვეყანამ რეგიონიდან თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანა; the UN has withdrawn its troops from the country გაერომ ქვეყნიდან თავისი ჯარები გამოიყვანა [შდრ. აგრ. 6 1) და 2)]; parents have the right to withdraw their children from religious education lessons if they wish სურვილისამებრ, მშობლებს უფლება აქვთ თავიანთი შვილები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ რელიგიური განათლების გაკვეთილებზე არ ატარონ;

2) საიდანმე გა(მო)სვლა (გა˂მო˃ვა); რაიმეში მონაწილეობის შეწყვეტა; there have been calls for Britain to withdraw from the EU გაისმა მოწოდებები, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოსულიყო; UN forces withdrew from the province გაეროს ჯარები პროვინციიდან გავიდა [შდრ. აგრ. 6 1) და 2)]; a knee injury forced her to withdraw from the competition მუხლის ტრავმამ იგი აიძულა შეჯიბრებიდან გამოსულიყო / შეჯიბრებაში მონაწილეობა შეეწყვიტა; the team captain had to withdraw from the match due to injury ტრავმის გამო გუნდის კაპიტანს თამაშიდან გასვლა მოუხდა;

3. ამოღება (˂ამო˃იღებს), მოხსნა (საქონლისა, პროდუქტისა – გაყიდვიდან, ბაზრიდან და მისთ.); the drug was withdrawn from sale after a number of people suffered serious side effects ეს მედიკამენტი გაყიდვიდან ამოიღეს / მოიხსნა მას შემდეგ, რაც არაერთ ადამიანს სერიოზული გვერდითი ეფექტები აღენიშნა; eleven million bottles of water had to be withdrawn from sale due to a health scare ჯანმრთელობისთვის შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით ამტყდარი პანიკის გამო საჭირო გახდა მინერალური წყლის თერთმეტი მილიონი ბოთლის გაყიდვიდან / რეალიზაციიდან ამოღება; the drug has been withdrawn from the market for further tests ეს მედიკამენტი ამოღებულია / მოხსნილია სარეალიზაციო ბაზრიდან შემდგომი ანალიზების ჩასატარებლად;

with- withdrawal

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0546