ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

wish II verb
[wɪʃ]
ბეჭდვა

1. 1) ნატვრა (ნატრობს, ინატრებს); რისამე მონდომება, მოწადინება; she shut her eyes and wished for him to get better თვალები დახუჭა და ინატრა, რომ კაცი უკეთ გამხდარიყო; if you wish really hard, maybe you'll get what you want თუ ძალიან ინატრებ, შეიძლება ნატვრა აგისრულდეს კიდეც; it's no use wishing for the impossible შეუძლებელზე ოცნებას აზრი არა აქვს; he has everything he could possibly wish for მას ყველაფერი აქვს, რაც კი შეიძლება ინატროს;

2) ნატვრა (ნატრობს, ნატრულობს), მონდომება (რაიმე შეუძლებლისა, ძნელად განსახორციელებლისა და მისთ.); I wish I were / was / taller ნეტავ, უფრო მაღალი ვიყო; I wish I didn't have to go to work today ნეტავ, დღეს სამსახურში არ ვიყო წასასვლელი; I wish I hadn't eaten so much ნეტავ, ამდენი არ მეჭამა; sometimes I wish I had never been born ზოგჯერ ვნატრულობ, ნეტავ ამქვეყნად არ გავჩენილიყავი-მეთქი; "where is he now?" "I only wish I knew!" "ახლა სად არის?" "ნეტავ ეგ ვიცოდე!"

2. წიგნ. სურვილი (სურს, ისურვებს), ნდომა; ʘ ნებავს; you may stay until morning, if you wish თუ გსურთ / თუ გნებავთ, შეგიძლიათ დილამდე დარჩეთ; "I'd rather not talk now." – "(Just) as you wish" "მირჩევნია, ახლა არაფერი ვთქვა / არ ვილაპარაკო". – "როგორც გსურთ / როგორც გნებავთ"; this course is designed for people wishing to update their computer skills ეს კურსები მათთვის არის გათვალისწინებული, ვისაც საკუთარი კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება / განახლება სურს; I wish to speak to the manager მენეჯერს მინდა დაველაპარაკო; I don't wish to be rude, but could you be a little quieter? არ მინდა უხეშობა გამომივიდეს, მაგრამ ცოტა უფრო ჩუმად ხომ ვერ იქნებოდით? she could not believe that he wished her harm ვერ დაეჯერებინა, რომ კაცს მისთვის ცუდი / ზიანის მიყენება სურდა;

3. ვინმესთვის (რისამე) სურვება (უსურვებს); I wished her a happy birthday მე მას ბედნიერი დაბადების დღე ვუსურვე / დაბადების დღე მივულოცე; wish me luck! იღბალი / წარმატება მისურვეთ! we wish them both well in their retirement ვუსურვებთ ორივეს, პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრება / საქმეები კარგად წასვლოდეთ.

wish I wishbone

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0664