1) გაწმენდა (
˂გა
˃წმენდს,
˂გა
˃იწმენდს); გამშრალება; please wipe your feet on the mat თუ შეიძლება, ფეხები ფეხსაწმენდ ტილოზე გაიწმინდეთ; he wiped his hands on a clean towel ხელები სუფთა პირსახოცით გაიმშრალა; she was sniffing and wiping her eyes with a tissue იგი ცხვირს ასრუტუნებდა და თვალებს ქაღალდის ხელსახოცით იწმენდდა / იმშრალებდა; he wiped his plate clean with a piece of bread მან თავისი თეფში პურის ნატეხით მოასუფთავა;
2) რისამე მოწმენდა (˂მო˃წმენდს, ˂მო˃იწმენდს), მოცილება, მოშორება (ქსოვილის ნაჭრით, ხელით და სხვა); he wiped the sweat from his forehead მან შუბლიდან ოფლი მოიწმინდა; she wiped off her make-up ქალმა სახიდან გრიმი / მაკიაჟი მოიწმინდა / მოიცილა; wipe that stupid smile off your face ხატოვნ. მოიშორე სახიდან ეგ სულელური ღიმილი;
▭ to wipe off წაშლა (˂წა˃შლის) მაგნიტური ჩანაწერისა, ინფორმაციისა; you must have wiped off that programme I recorded ეტყობა ის პროგრამა / გადაცემა წაგიშლია, მე რომ ჩავიწერე; somebody has wiped all the tapes ვიღაცას ყველა ფირი წაუშლია;
to wipe out 1) პირწმინდად განადგურება (˂გა˃ანადგურებს), ლიკვიდირება; აღგვა პირისაგან მიწისა; the company has been almost wiped out ასეული თითქმის მთლიანად არის განადგურებული; whole villages were wiped out by the earthquake მიწისძვრამ მთელი სოფლები აღგავა პირისაგან მიწისა; a campaign to wipe out malaria მალარიის ლიკვიდაციის კამპანია;
2) დაფარვა (˂და˃ფარავს), გასტუმრება; გადახდა (ვალისა და მისთ.); he's wiped out the debt მან ვალი გაისტუმრა / დაფარა;
3) საუბ. ძლიერ დაღლა (˂და˃ღლის), დაქანცვა; სიქის გაცლა; all that travelling has wiped her out ამდენმა მოგზაურობამ დაქანცა / სიქა გააცალა მას [იხ. აგრ. wiped out და wipeout].