1. ზოოლ. ფრთა (ფრინველისა, მწერისა და სხვა); to spread one's wings ა) ფრთების გაშლა (ითქმის ფრინველის, მწერის და სხვა შესახებ); ბ) ხატოვნ. "ფრთების გაშლა", დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება; საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა;
2. ავ. ფრთა (თვითმფრინავისა);
3. ავ. საავიაციო ფრთა (რამდენიმე ესკადრილიისგან შემდგარი სამხედრო-საჰაერო დაჯგუფება);
4. ფრთა, ფლიგელი (
შენობისა); the east wing
შენობის აღმოსავლეთის ფრთა / ფლიგელი; the new wing of the hospital საავადმყოფოს ახალი ფრთა / მინაშენი;
5. პოლიტ. ფრთა, დაჯგუფება (პარტიისა, ორგანიზაციისა); the radical wing of the party პარტიის რადიკალური ფრთა / დაჯგუფება; the moderate wing of the Republican Party რესპუბლიკური პარტიის ზომიერი ფრთა; the political wing of the IRA "ირლანდიის რესპუბლიკური არმიის" პოლიტიკური ფრთა;
6. ავტ. ფრთა (ძარას ნაწილი); a front right wing მანქანის წინა მარჯვენა ფრთა;
7. (the wings) pl თეატრ. კულისები;
8. სპორტ. 1) = winger;
2) ფლანგი, ფრთა (სათამაშო მოედნისა); he plays on the left wing იგი მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მარცხენა ფლანგის მოთამაშეა;
9. ანატ., ბოტ. ფრთა, ფრთისებრი გამონაზარდი / დანამატი;
◇ on the wing წიგნ. ფრენაში, ჰაერში; ჰაერში აფრენილი, ჰაერში მყოფი, რომ ფრენს (ითქმის ფრინველის, მწერის და მისთ. შესახებ); birds on the wing ცაში მფრინავი / ჰაერში აფრენილი ფრინველები; to take wing წიგნ. გაფრენა (ითქმის ფრინველის, მწერის და მისთ. შესახებ); her imagination took wing ხატოვნ. მისმა წარმოსახვამ ფრთა გაშალა; იგი წარმოსახვას მიეცა / ოცნებებში ჩაიძირა; under smb.'s wing ვისიმე ფრთის ქვეშ, ვისიმე დაცვის / მფარველობის / მზრუნველობის ქვეშ; on a wing and a prayer წარმატების ძალზე მცირე შანსით; ≅ ღვთის / ბედის იმედზე; waiting in the wings რისამე მომლოდინე; რაიმესთვის, რისამე გასაკეთებლად გამზადებული; ჩასაფრებული; to clip smb.'s wings იხ. clip² II ◇.