ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

wide III adverb
[waɪd]
ბეჭდვა

1. ფართოდ; he opened the door wide მან კარი ფართოდ გააღო; her eyes opened wide in horror ქალს შიშისაგან თვალები ფართოდ გაეხილა; he spread his arms wide in a welcoming gesture გულთბილი მისალმების ნიშნად მან მკლავები ფართოდ გაშალა; he stood with his legs wide apart იგი განზე ფართოდ გადგმული ფეხებით იდგა; open your mouth wide პირი ფართოდ / დიდზე გააღე; the championship is still wide open ჩემპიონობის კარი ჯერაც ყველასთვის ღიაა, ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ ბევრსა აქვს; most experts agree that the election is wide open at this point ექსპერტების უმრავლესობა თანახმაა, რომ მოცემული მომენტისთვის არჩევნებში გამარჯვების შანსს კანდიდატთა ჯერ კიდევ უდიდესი ნაწილი ინარჩუნებს;

2. მიზნისგან და მისთ. შორს; the shot went wide ნასროლი მიზანს ასცდა; one of the bombs fell wide of the mark ერთ-ერთი ბომბი მიზანს ასცდა / მიზნისგან ბევრად შორს ჩამოვარდა; the opinion polls were hopelessly wide of the mark საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვათა შედეგები უაღრესად არაზუსტი გამოდგა / რეალობას სრულებით არ ასახავდა;

3. უპირატ. პოეტ. დიდ სივრცეზე, ვრცელ არეალზე, ყველგან (აგრ. far and wide); she travelled far and wide მან ყველგან იმოგზაურა / მთელი მსოფლიო შემოიარა;

wide awake მღვიძარე, სავსებით გამოღვიძებული, ძილისგან სავსებით გამოფხიზლებული.

wide II wide-angle

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0639