1. გაშოლტვა (˂გა˃შოლტავს), გამათრახება, შოლტით / მათრახით ცემა;
2. გადატ. გამათრახება (˂გა˃ამათრახებს), სასტიკად გაკრიტიკება;
3. ადღვება (ადღვებს), ათქვება (ნაღებისა, ცილისა და მისთ.);
4. სწრაფად მოძრაობა (ამოძრავებს; მოძრაობს), გადაადგილება; the waves were being whipped by 50 mile an hour winds ტალღებს საათში 50 მილის სიჩქარის ქარი მიერეკებოდა; the branches were being whipped about in the storm ქარიშხალი ტოტებს აქეთ-იქით არხევდა; her hair whipped around her face in the wind ქალს ქარი თმას უფრიალებდა / ქარისაგან აფრიალებული თმა სახეში სცემდა; a branch whipped across the car window მანქანის ფანჯარას ტოტი მიეხალა; he whipped round to face them იგი სწრაფად შეტრიალდა მათ დასახვედრად;
5. სწრაფად რისამე აღება (აიღებს), ამოღება, წაღება და ა.შ.; she whipped the mask off her face მან ქალს სახიდან ნიღაბი ჩამოჰგლიჯა; the man whipped out a knife კაცმა ჯიბიდან უეცრად დანა ამოიღო / დააძრო;
6. საუბ. მოპარვა (˂მო˃იპარავს); who's whipped my pen? ჩემი კალმისტარი ვინ მოიპარა?
▭ to whip up 1) აღელვება (ააღელვებს), აღგზნება; ძლიერი ემოციური ზემოქმედების მოხდენა; he was a speaker who could really whip up a crowd იგი ისეთი ორატორი იყო, ვისაც ნამდვილად შეეძლო მის მოსასმენად შეკრებილი ხალხის აღელვება / "აყვანა"; an attempt to whip up the masses მასების აღელვების მცდელობა; the advertisements were designed to whip up public opinion ეს რეკლამები საზოგადოებრივ აზრზე ძლიერი ემოციური ზემოქმედების მოსახდენად იყო გამიზნული;
2) აღძვრა (აღძრავს), გაღვივება, გამოწვევა; we tried hard to whip up interest in the products ძალ-ღონეს არ ვიშურებდით, რათა ამ პროდუქციისადმი ინტერესი გაგვეღვივებინა; she criticized the government for trying to whip up anti-German prejudice იგი მთავრობას ანტიგერმანული განწყობილების გაღვივების მცდელობისთვის აკრიტიკებდა.