1. შემოჰყავს დროის დამოკიდებული წინადადებები, რომლებიც გამოხატავენ 1) მოქმედებას ან პროცესს, რომლის დროსაც რაიმე ხდება იმ დროს / მაშინ, როდესაც; როდესაც; სანამ; we must have been burgled while we were asleep ბინა ეტყობა იმ დროს გაგვიქურდეს, როდესაც გვეძინა; her parents died while she was still at school მისი მშობლები მაშინ გარდაიცვალნენ, როდესაც იგი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა; she met Andy while working on a production of Carmen იგი ენდის "კარმენის" დადგმაზე მუშაობის დროს შეხვდა; while I was waiting at the bus stop, three buses went by in the opposite direction სანამ ავტობუსის გაჩერებაზე ვიცდიდი, საპირისპირო მიმართულებით სამმა ავტობუსმა აიარა;
2) მოქმედების ან პროცესის მიმდინარეობას რაიმე სხვა მოქმედებასთან ერთდროულად იმ დროის განმავლობაში, როდესაც; სანამ; would you look after the children while I do the shopping? ხომ მიაქცევ ბავშვებს ყურადღებას, სანამ საყიდლებზე ვიქნები? you can go swimming while I'm having lunch შეგიძლია საცურაოდ წახვიდე, სანამ მე ვსადილობ; he always listens to the radio while he's driving to work როდესაც თავისი მანქანით სამსახურში მიდის, ყოველთვის რადიოს უსმენს ხოლმე; she told her "while there was life there was hope" ქალმა მას უთხრა, სანამ სიცოცხლეა, იმედიც არისო;
2. შემოჰყავს შედარების, კონტრასტის გამომხატველი წინადადებები იმ დროს / მაშინ, როდესაც; ხოლო; კი; she is dark, while her sister is fair იგი შავგვრემანი ქალია, მისი და კი – ქერა; some countries are rich, while others are extremely poor ზოგიერთი ქვეყნები მდიდრები არიან, ხოლო სხვები / სხვები კი – უკიდურესად ღარიბები; while Tom's very good at science, his brother is absolutely hopeless ტომი მეცნიერებაში ძალიან კარგად ერკვევა, მაშინ როდესაც მისი ძმა ამ მხრივ სრულიად უნიჭოა;
3. შემოჰყავს მაპირისპირებელი მნიშვნელობის მქონე წინადადებები მიუხედავად იმისა, რომ; თუმცა; while there was no conclusive evidence, most people thought he was guilty მიუხედავად იმისა, რომ / თუმცა არანაირი უდავო მტკიცებულება არ არსებობდა, ხალხის უმრავლესობა მას დამნაშავედ თვლიდა; while never a big eater, he did snack a lot მიუხედავად იმისა, რომ / თუმცა დიდი მჭამელი არასოდეს ყოფილა, ამჯერად მან საჭმელი საკმაოდ გვარიანად მიირთვა; while I am willing to help, I do not have much time available მართალია, / თუმცა გულით მინდა დაგეხმაროთ, ბევრი დრო არა მაქვს.